სოფლიდან ჩამოტანილი პროდუქციის გასაყიდად უფასო ადგილები გამოიყოფა – კალაძე

Read Time:45 Second

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის ათივე რაიონში სოფლიდან ჩამოტანილი პროდუქციის რეალიზებისთვის სპეციალური ადგილები გამოიყოფა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, სპეციალურად მოწყობილი დახლებით სარგებლობა კვირაში 2-3 დღე იქნება შესაძლებელი.

„განცხადება გავაკეთე და გამგებლებს მოვუწოდე, რომ გამოეყოთ ტერიტორიები სოფლებიდან ჩამოტანილი პროდუქციის რეალიზებისთვის.

ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ქუჩაში დგას, რაც აკრძალულია და კანონით დაუშვებელია და ცდილობს, რომ ის პროდუქტები, რაც სოფელში მოყავთ და ჩამოაქვთ, გაყიდონ. ჩვენ გვინდა ამ ადამიანებს ხელი შევუწყოთ და 10-ვე რაიონში იქნება გამოყოფილი კონკრეტული ლოკაციები, სადაც კვირაში 2-3 დღეს ამ ადამიანებს სპეციალურ დახლებზე შეეძლებათ პროდუქციის გაყიდვა.

რამდენიმე დღეში ტენდერი გამოცხადდება დახლების დამზადებაზე და მივუთითებთ კონკრეტულ ადგილებს, სადაც ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მივიდნენ, განთავსდნენ და თავიანთი პროდუქტების რეალიზება განახორციელონ. ეს არის ხელშეწყობა და თანადგომა იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა კარგად გაიგონ, რომ არის ადგილები, სადაც კატეგორიულად მიუღებელია, არ შეიძლება, ქუჩაში პროდუქციის რეალიზება. ეს ყველაფერი უნდა დავარეგულიროთ, მოვაწესრიგოთ, მაგრამ პარალელურად ხელი შევუწყოთ ამ ადამიანებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 36 წლის ქართველ კარდიოქირურგს 2500-ზე მეტი ბავშვისთვის აქვს სიცოცხლე ნაჩუქარი
Next post შევარდნაძესთან ერთად უნდა დასრულებულიყო – ნახეთ რას წერს დავით ბერძენიშვილი პატრიარქზე