შევარდნაძესთან ერთად უნდა დასრულებულიყო – ნახეთ რას წერს დავით ბერძენიშვილი პატრიარქზე
“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ავრცელებს პარტიის წევრის, დავით ბერძენიშვილის განცხადებას, რომელშიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეა გაკრიტიკებული.
ბერძენიშვილის შეფასებით, პატრიარქი და მისი ამალა ჯიუტად ერჩიან ცოდნას და 21- ე საუკუნეს.
“ეპისტოლე წავიკითხე და მეც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სახიფათო ხასიათი მიიღო მისმა ფსევდოპატრიოტულმა, ანტიდასავლურმა, საბჭოთა და გვიანი შუასაუკუნეების დროში ჩარჩენილმა მარაზმმა. პატრიარქმა რომ არ იცის და არც უნდა გაიგოს, რომ მართლმადიდებლობა ქართული ეროვნული რელიგია არ არის და რომ ქართველებს საკუთარი ღმერთი არ ჰყავთ, ცუდია ძალიან. რამდენიმე კონფესიამ საქართველოში მკვეთრად გაუსწრო თანამედროვეობის აღქმით…. პატრიარქი და მისი ამალა კი ჯიუტად ერჩიან ცოდნას და 21- ე საუკუნეს. დაიმსხვრევა ამათ ხელში ეს შეკოწიწებული ” ერთადერთი და განუმეორებელი”…. უცოდინრები…უსამართლოებიც – გნებავთ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხში სინოდის წევრთა უმრავლესობის პოზიცია გავიხსენოთ და გნებავთ დეკანოზ მამალაძისადმი უღმერთო დამოკიდებულება…. შევარდნაძესთან ერთად უნდა დამთავრებულყო მისი მთავარი პარტნიორის – ილია მეორის ეპოქაც….პოსტსაბჭოურობის საწყისი ეტაპის ეს ორი ბურჯი პარტნიორობა/კონკურენციით აფერხებდა ქვეყნის განვითარებას…მომდევნო ხელისუფლებმაც გააგრძელეს ეს დახავსებული პოლიტიკა…ამის მიუხედავად, მაინც ვერ მოერევიან პროგრესს, ვერც ერთად და ვერც ცალ-ცალკე.
ძალიანაც მსიამოვნებს, რომ პატრიარქის, მისი შავბნელი ქვეშევრდომების პრორუსული თუ საქმოსნური საქმიანობის საჯარო მხილებით შევაჩვიეთ საზოგადოება მათი ნიღაბის ჩამოხსნას…ეს მართლა რელიგიის საქმეთა საბჭოთა რწმუნებულის ფუნქციის შემსრულებელი…”თვითმფრინავის საქმეზეც ისევე გაწირა 1984- ში სასულიერო პირი( ჩიხლაძე) სასიკვდილოდ, საბჭოთა სასამართლოში მისი პოზიციით, როგორც ახლა, დეკანოზ მამალაძეს წირავს მისი ”უპოზიციობით”. – ნათქვამია განცხადებაში
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...
გიორგი ვაშაძე: ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ძალით მოგყავდეს ხალხი და პარალელურად კომიტეტს მართავდე, რომელიც ბუნებრივ პროტესტს იწვევს...
დავით კაჭარავა: მნიშვნელოვანია, 29 აპრილის აქციაზე ყველამ დაინახოს, როგორი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს – ეს იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს საზოგადოებას სურს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები
„ეს მკაფიო მესიჯი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ - ხალხი სწორედ იმის გარშემო უნდა გადაერთდეს, რამაც დღევანდელ დღემდე...
გიორგი გამსახურდია „ნაცმოძრაობას“: ვინც თქვენ მხარს დაგიჭერთ, ლაზარეზე უარესია
სულ რაღაც 2 დღეა დავბრუნდი, ერთი შეკრებიდან. პოლონეთის პოლიციის მთელი ხელმძღვანელობა, დანაყოფების მეთაურები, სხვა ქვეყნების ძალოვანი უწყების პირველი პირები, ყველა...
მამუკა მდინარაძე: ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, მამული, ენა, სარწმუნოება, ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ხვალინდელ შეკრებას შემოუერთდნენ
ხვალ გვექნება საყოველთაო-სახალხო შეკრება, სადაც ჩემი აზრით, ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამ შეკრებაში მიიღებენ მონაწილეობას, –...
მამუკა მდინარაძე: ხვალ გვექნება საყოველთაო-სახალხო შეკრება. ჩემი აზრით ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამაში მიიღებენ მონაწილეობას
ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის და, როგორც ცნობილია, ხვალ გვექნება საყოველთაო-სახალხო შეკრება სადაც, ჩემი აზრით ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს რაოდენობა იმ ადამიანებისა,...