საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ელექტრონული ლიცენზირების სისტემა დაინერგება

Read Time:38 Second

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ელექტრონული ლიცენზირების სისტემა დაინერგება. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მოეწერა.

ელექტრონული ლიცენზირების პროგრამა “სტარტ ლინკი”” გულისხმობს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და თავდაცვის სამინისტროს სახელზე კომპანიების მიერ რეკომენდაციების, ნებართვებისა თუ ლიცენზიების მოსაპოვებლად, განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ელექტრონულად მართვას.

აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის რეგიონული მრჩეველი როზი პეტროვი აცხადებს, რომ სტრატეგიული პროექტი წარმატებით დასრულდა.

“წარმატებით დავასრულეთ ეს სტრატეგიული პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტთან თანამშრომლობით, რომელიც მიზნად ისახავდა ელექტრონული ლიცენზირების პროგრამის განვითარებასა და განხორციელებას. „სტარტლინკი“ ძალიან მნიშვნელოვანი ელექტრონული ლიცენზირების პროგრამაა და ლიცენზიების გაცემაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულს შესაძლებლობას მისცემს წვდომა ჰქონდეთ ლიცენზირების აპლიკაციებზე, რომელიც ეხება სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექპორტს, იმპორტსა თუ ტრანზიტს საქართველოს გავლით. ეს მათ საქმიანობას უფრო შედეგიანს გახდის და გაზრდის მონაცემთა ანალიზის შესაძლებლობას,”-აცხადებს როზი პეტროვი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სულხან მოლაშვილის ძმა-სააკაშვილმა თანამოაზრეებს შეუთვალა, რომ მეორე ტურის შემდეგ მელია თანამდებობიდან გადააყენონ და პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მისი შვილი დანიშნონ
Next post ეთერ ლიპარტელიანი პარიზის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა!