„საქართველოს ბანკში“ შეჭრილი შეიარაღებული პირი ვერტმფრენს, ანკესს და რუსეთის დროშას ითხოვს

Read Time:23 Second

შეიარაღებული პირი, რომელიც ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიჭრა, ახალ პირობებს ასახელებს.

როგორც ერთ-ერთი მძევლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, მძარცველი ვერტმფრენს, ანკესს და რუსეთის დროშას ითხოვს.

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი დღეს დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვს და აცხადებს, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები აქვს დამონტაჟებული. შსს-ს ინფორმაციით, თავდამსხმელს აყვანილი ჰყავს 12 მძევალი.

ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი – ყველა ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდამ, ვისაც ასაკი ხელს უწყობს, უნდა გაიაროს საბრძოლო მომზადების კურსი, ამას ჩემი შვილებით დავიწყებდი
Next post ისრაელის იუსტიციის სამინისტროსთან სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაციის შესახებ თანამშრომლობის დოკუმენტი გაფორმდა