სანოტარო სერვისების გაციფრულება – ნოტარიუსთა პალატა გერმანიის გამოცდილებას იზიარებს

Read Time:38 Second

ელექტრონული ხელმოწერა,  სანოტარო არქივის გაციფრულება,  დისტანციური სანოტარო აქტები – სანოტარო სერვისების გაციფრულების თემებზე კონფერენციის ფარგლებში იმსჯელეს.

გაციფრულების პროექტი ნოტარიუსთა პალატის პრიორი

ტეტია. გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის წარმომადგენელმა დავიდ ზიგელმა ქართველ კოლეგებთან, გერმანიის სანოტარო სისტემაში სამართლებრივი დოკუმენტების გაციფრულების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. საქართველოში ელექტრონული სანოტარო სერვისების შესახებ კი, ნოტარიუსთა პალატის იურისტმა ნინო ხარიტონაშვილმა ისაუბრა.

ონლაინ მინდობილობა, განცხადება/გარიგება, – ეს ის სანოტარო სერვისებია, რომლებსაც ქართველი ნოტარიუსები დღეისათვის გასცემენ. ნოტარიუსის მიერ ციფრული ხელმოწერის გამოყენების მიმართულებით კი, ნოტარიუსთა პალატა მუშაობის დაწყებას სამომავლოდ გეგმავს.

კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ დავით ფუტკარაძემ,   გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის  წარმომადგენელმა, სასამართლო მრჩეველმა რიჰარდ ბოკმა და საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.

კონფერენციაში ქართული და გერმანული ნოტარიატის, იუსტიციის სამინისტროს, სასამართლო ხელისუფლების, ადვოკატთა კორპუსის, მედიატორთა ასოციაციის, სამეცნიერო სფეროს, გერმანული პარტნიორი ორგანიზაციის – IRZ-ის  და სიპების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი: იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა სამართლიანობის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებით შეფასდეს, რას გვახვევენ თავს? – კანონი და კონსტიტუცია დაარღვიეთ და მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლეთო!
Next post გუბაზ სანიკიძე: ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს