საკრებულოში დედაქალაქის გენგეგმაზე მსჯელობენ

Read Time:1 Minute, 24 Second

საკრებულოში დედაქალაქის გენგეგმაზე მსჯელობენ. სხდომა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით იმართება. შეხვედრას ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებიან. მიწვევა მიიღეს, თუმცა ამ ფორმატში მონაწილეობაზე საკრებულოს უმრავლესობამ და მერიამ უარი თქვა.

ოპოზიციის კითხვებს სხდომაზე კომპანიის “სითი ინსტიტუტი საქართველო” ხელმძღვანელი უპასუხებს.

“ჩვენი მოსაზრებები პრინციპში გამოთქმულია იმ მასშტაბურ დოკუმენტში, რომელიც საჯაროდაც არის ცნობილი. რაც შეეხება შენიშვნებს, მართალი გითხრათ არ მომისმენია ოპოზიციის შენიშვნები. როცა წინასაარჩევნო კამპანია მიდიოდა, ვინც კენჭს იყრიდნენ მერის პოზიციაზე, ძალიან ბევრი რამ სწორედ ამ დოკუმენტიდან აიღეს. ეს ბუნებრივიცაა იმის გამო, რომ ყველაზე დიდი კვლევა, რაც გაკეთდა თბილისთან დაკავშირებით ჩვენმა ჯგუფმა გააკეთა. ყველა კითხვაზე არგუმენტირებული პასუხი გვაქვს. პრაქტიკულად ყველა სფეროს შევეხეთ ჩვენს დოკუმენტში, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს ქალაქის განვითარებისთვის. რაც უფრო სწრაფად მივიღებთ ამ დოკუმენტს, მით უფრო სწრაფად შეჩერდება ის პროცესები, რომელიც ქალაქის ქაოტურ განაშენიანებას ახლავს თან,”-განაცხადა სალუქვაძემ.

კითხვაზე, 45 დღის შემდეგ შევა თუ არა გენგეგმაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, სალუქვაძე განმარტავს, რომ სახეცვლილი არცერთი კონცეპტუალური საკითხი არ იქნება.

“აქ მიდის დაზუსტებები, უფრო მეტად დასაბუთებაზე ვსაუბრობთ. გავიარეთ უკვე სატრანსპორტო სამსახურებთან მუშაობა, აქ არაფერ მნიშვნელოვანზე არაა საუბარი. ახლა არქიტექტურის სამსახურთან გვექნება შეხვედრა, რომ ამის დაბოლოება ისე მოხდეს, როგორც არქიტექტურის სამსახურისთვის იქნება მნიშვნელოვანი. მზად ვართ თანამშრომლობისთვის და ვთანამშრომლობთ კიდეც,”- განაცხადა სალუქვაძემ.

26 იანვარს დედაქალაქის მერმა ოპოზიციას მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შეფასების პროცესში მონაწილოება შესტავაზა.

25 დეკემბერს თბილისის მერიამ გენგეგმის ჯგუფი 145 600 ლარით დააჯარიმა და ხარვეზების გამოსასწორებლად 10-დღიანი ვადა მისცა. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მერიის ყოფილმა ხელმძღვანელობამ კონკურსის წესით შეარჩია და ქალაქის მთავარი დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოყო.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, მერიას 18 ივნისს ჩაბარდა. მისი შემქმნელების თქმით, ეს დოკუმენტის სამუშაო ვერსიაა და მნიშვნელოვანია პროცესში მოქალაქეთა ჩართვა. თბილისის ახალარჩეული მერმა უკვე დასრულებული გენგეგმა თავიდან შესასწავლად სპეციალურ ჯგუფს გადასცა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონიალი გაიმართა
Next post მოდელმა, წარუმატებელი ოპერაციის გამო, ცხვირი “დაკარგა”