ბრიტანელმა მოდელმა, წარუმატებელი ოპერაციის გამო, ცხვირი “დაკარგა.” კერძოდ, რინოპლასტიკის შედეგად, ქლოე ხანი “ცხვირის ძვლების”გარეშე დარჩა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Sun-ი წერს.
ახალგაზრდა მოდელმა, წარუმატებელი ოპერაციის ამსახველი ფოტოები, Instagram-ზე, თავად გამოაქვეყნა. მისი თქმით, ეს პლასტიკური ოპერაცია მას 100 ათასი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა.
ცხვირის აღსადგენად, გოგოს ყურის ხრტილის, გადანერგვა მოუწია. მისივე თქმით, ქირურგი, რომელმაც მას წარუმატებელი ოპერაცია გაუკეთა, საკმაოდ ცნობილია და არავის სჯეროდა, რომ ოპერაცია ამ ექიმმა გაუკეთა.
ქლოე ხანი Playboy-ს მოდელი იყო, გარდა ამისა მონაწილეობა რამდენიმე რეალითი შოუშიც.