რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგარეო საქმეთა მინისტრს 10 ქვეყნის ელჩების „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების ინსტრუქცია მისცა

Read Time:37 Second

თურქეთის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრს 10 ქვეყნის ელჩების „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების ინსტრუქცია მისცა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგარეო საქმეთა მინისტრს მისცა ინსტრუქცია, რაც შეიძლება სწრაფად გამოაცხადოს „პერსონა ნონ გრატად“ იმ 10 ქვეყნის ელჩები, რომლებმაც თურქი აქტივისტის, ოსმან კავალას გათავისუფლება მოითხოვეს. ელჩებს შორის თურქეთში აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის მისიების ხელმძღვანელებიც არიან.

რამდენიმე დღის წინ, 10 ქვეყნის ელჩებმა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი ბიზნესმენისა და ფილანტროპის, ოსმან კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ბიზნესმენი ოსმან კავალა თურქეთში ოთხი წლის წინ დააკავეს და მას ბრალად ედებოდა 2013 წლის გეზის პარკის გამო გამართულ პროტესტებთან და შემდგომ არეულობებთან კავშირი. გასულ წელს მას 2013 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ბრალდებები მოუხსნეს, თუმცა წელს ეს გადაწყვეტილება გაუქმდა და დაკავებულის წინააღმდეგ დაემატა ახალი საქმე, რომელიც 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უკავშირდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მურმან დუმბაძე – მიშას თავისუფლება არ გადის პროკურატურაზე, მიშას თავისუფლებაზე გადის თქვენს მარჯვენა და მარცხენა ხელზე
Next post ნათია ფანჯიკიძე- ამ შიმშილობის გამოცხადებას მაშინ ჩავთვლიდი ღირებულ აქტად, რომ ეთქვა სააკაშვილს, ადამიანებო, ვისაც დაგინგრიეთ ცხოვრება, ფსიქიკა, შემეშალა თუ შეგნებულად გავაკეთე, ვგრძნობ რა ჩავიდინე, ვინანიებ და თქვენ გიძღვნით ამ თვითდასჯას