მურმან დუმბაძე – მიშას თავისუფლება არ გადის პროკურატურაზე, მიშას თავისუფლებაზე გადის თქვენს მარჯვენა და მარცხენა ხელზე

Read Time:58 Second

ახლა, როცა დასრულდება ეს მიტინგი, მივდივართ სახლებში, უნდა ავიღოთ ფანქარი, ცარიელი ქაღალდი და ჩამოწეროთ იმ ადამიანების გვარი და სახელი, ვინც პირველ ტურში არ მოსულა არჩევნებზე და მეორე ტურში აუცილებლად უნდა მოიყვანოთ, – ასე მიმართა მურმან დუმბაძემ, ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე შეკრებილებს.

როგორც მურმან დუმბაძემ აღნიშნა, არჩევნების მეორე ტური არის გადამწყვეტი ბრძოლა.

​ახლა, როცა დასრულდება ეს მიტინგი, მივდივართ სახლებში, უნდა ავიღოთ ფანქარი, ცარიელი ქაღალდი და ჩამოწეროთ იმ ადამიანების გვარი და სახელი, ვინც პირველ ტურში არ მოსულა არჩევნებზე და მეორე ტურში აუცილებლად უნდა მოიყვანოთ. გამარჯვება გადის სწორედ მათზე. გადამწყვეტი ბრძოლაა. დღეს 23 ოქტომბერია, ორი თარიღი უნდა შეგახსენოთ, თითქმის ერთსა და იმავე დროებში. 23 ოქტომბერს, აქ ითქვა უკვე, სწორედ ბათუმიდან დაიწყო ვარდების რევოლუცია, 2003 წლის 23 ოქტომბერს. მივესალმოთ ვარდების რევოლუციას, გაგრძელებაა დღეს მხოლოდ. 23 ოქტომბერს მესტიიდან ბათუმში ჩამოფრინდა ვიღაც კაცი და აგერ ათეულ მეტრში ზღვაში იბანავა, ვინ იყო ეს კაცი? მიშა. გინდათ მიშას თავისუფლება? ის არ გადის ბიძინა ივანიშვილზე, მიშას თავისუფლება არ გადის პროკურატურაზე, მიშას თავისუფლებაზე გადის თქვენს მარჯვენა და მარცხენა ხელზე. მოხვალთ ერთ კვირაში და ბათუმის მერად აირჩევთ გიორგი კირთაძეს და მიშა იქნება თავისუფალი. მოხვალთ ერთ კვირაში საარჩევნო ყუთთან და ხელვაჩაურის მერად აირჩევთ მიშა ბოლქვაძე, მიშა იქნება თავისუფალი. გაუმარჯოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა დუმბაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იოსებ ხახალეიშვილი – მთავრობა ქუთაისისთვის დაფინანსების გაზრდას გეგმავს და ძალიან მალე კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას დავიწყებთ
Next post რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგარეო საქმეთა მინისტრს 10 ქვეყნის ელჩების „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების ინსტრუქცია მისცა