რატი იონათამიშვილი: კრიმინალებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან არ სხდებიან, სააკაშვილი არის კრიმინალი

Read Time:36 Second

კრიმინალებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან არ სხდებიან, მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტარ, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომ მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთონ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, რადგან „არიან არაფორმალური მმართველები და გადაწყვეტილებების მიმღებები“.

იონათამიშვილის თქმით, სააკაშვილი არის კრიმინალი, რომლის დანაშაულზეც საუბარია არა მხოლოდ ქართული სასამართლოების კონკრეტულ გადაწყვეტილებებში, არამედ სტრასბურგის სასამართლოს მხრიდანაც.

„კრიმინალებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან არ სხდებიან. სააკაშვილი არის კრიმინალი, რომლის დანაშაულზეც საუბარია არა მხოლოდ ქართული სასამართლოების კონკრეტულ გადაწყვეტილებებში, არამედ სტრასბურგის სასამართლოს მხრიდანაც. ასე რომ, მე ვფიქრობ ამ კითხვას პასუხი უნდა გასცენ იმ ოპოზიციურმა პარტიებმაც, რომლებიც სიტყვით ხშირად თითქოს ემიჯნებიან ხოლმე სააკაშვილს, მაგრამ საქმით ყოველთვის მის მორჩილებაში არიან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ეფექტური იქნება, თუ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი მიიღებენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: სენატში გამართულ შეხვედრებზე „ნაცმოძრაობის“ სამ ცრუ ნარატივს გაეცა პასუხი
Next post თენგიზ ცერცვაძე: ჯანდაცვის მესვეურები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ თუ არ მივიღებთ შესაბამის ზომებს, შესაძლოა, საქართველოც დადგეს მესამე ტალღის წინაშე