თენგიზ ცერცვაძე: ჯანდაცვის მესვეურები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ თუ არ მივიღებთ შესაბამის ზომებს, შესაძლოა, საქართველოც დადგეს მესამე ტალღის წინაშე

Read Time:45 Second

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ეპიდსიტუაციასა და მოსალოდნელ მესამე ტალღაზე საუბრობს.

მისი თქმით, საქართველოში ჯერჯერობით მცირედით შეიმჩნევა კოვიდშემთხვევების მატების ტენდენცია და თუ მაგალითად, ორი კვირის წინ იყო 200-300 ახალი შემთხვევა, ახლა ეს მაჩვენებელი 400 დან 500-მდეა, თუმცა თენგიზ ცერცვაძის თქმით, გარდაცვალების რიცხვი რჩება მაინც ძალიან დაბალი.

მისივე თქმით, „შემთხვევების მატების ტენდენციიდან გამომდინარე ჯანდაცვის მესვეურები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ თუ არ მივიღებთ შესაბამის ზომებს, შესაძლოა, საქართველოც დადგეს მესამე ტალღის წინაშე“.

„სიტუაცია საქართველოში ჯერჯერობით რჩება სტაბილური, უფრო სტაბილური ვიდრე ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში. ჯერჯერობით ახალი შემთხვევების რაოდენობა დღეში არის ხუთასზე ნაკლები, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 10-ზე ნაკლები. ანუ გვაქვს ერთნიშნა რიცხვი, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ამერიკასა და ევროპაში, თუმცა შეიმჩნევა საგანგაშო სიტუაცია მსოფლიოში, მკვეთრი მატება ახალი შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობის.

ევროპის ქვეყნების უმრავლესობა უკვე ლაპარაკობს დაწყებულ ან მოსალოდნელ მესამე ტალღაზე. ამის შესაბამისად აძლიერებენ შეზღუდვებს, ზოგიერთ ქვეყანაში კი უკვე მესამედ გამოცხადდა ლოკდაუნი. მაგალითად ბელგიაში, საფრანგეთში, იტალიაში. ასევე ლოკდაუნს განიხილავს გერმანიაც“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი: კრიმინალებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან არ სხდებიან, სააკაშვილი არის კრიმინალი
Next post კრისტიან დანიელსონი პოლიტიკურ პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავს