რატი იონათამიშვილი: აღიარებების კულმინაცია იყო ჩერგოლეიშვილის სიტყვები, რომ თურმე 2016 წელს ისინი აყალბებდნენ სოციოლოგიურ კვლევებს

Read Time:1 Minute, 55 Second

„გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ აღიარების კვირეული. როგორც ჩანს, ეს გაგრძელდება“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში. „პირველი იყო მიხეილ სააკაშვილის აღიარება იმ უმძიმეს დანაშაულებზე, რომელიც მას აქვს ჩადენილი, რითაც ფაქტობრივად დაასრულა ის დისკუსია, რომ თითქოს ის არის პოლიტიკური დევნილი. შემდეგ იყო გვარამიას მხრიდან აღიარება, რომ ოჯახის და სამშობლოს სიყვარული ყოფილა თურმე ავადმყოფობა. მას შემდეგ, რაც დაასახელეს პრემიერობის კანდიდატად, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” აღიარა, რომ არის მისი თანამოაზრე იმ დანაშაულებებში, რაც აქვს ჩადენილი. ასევე გავიგეთ საინტერესო ფაქტი, რომ ის ასოცირდება მათთვის 500-ევროიან კუპიურასთან და ამის კულმინაცია იყო ბოლოს ჩერგოლეიშვილის აღიარება, რომ თურმე 2016 წელს ისინი აყალბებდნენ სოციოლოგიურ კვლევებს, რაზეც ჩვენ ყოველთვის მივუთითებდით. ეს არის რეალობა. როგორც ჩანს, ისინი იმდენად არიან ,,აჭრილები” და დაბნეულები, რომ ამ აღიარებითი ჩვენებების მიცემას საზოგადოების წინაშე გააგრძელებენ. დასკვნა ასეთია: ჩვენმა საზოგადოებამ და საქართველოს მოქალაქეებმა ისინი ჩამოაშორეს ხელისუფლებას იმიტომ, რომ ჰქონდათ ძალიან ბევრი კითხვა და პრეტენზია. ეს პრეტენზიები კიდევ უფრო გაღრმავდა მაშინ, როდესაც არიან უკვე ოპოზიციაში, რადგან მაშინაც და დღესაც ცდილობენ დაძაბულობასა და ესკალაციას გადააყოლონ ჩვენი ქვეყანა. და როგორც მაშინ თქვა უარი ჩვენმა მოსახლეობამ მათ ხელისფლებაში ყოფნაზე , ისე ეტყვის დღეს უარს იმაზეც , რომ ისინი დარჩნენ ოპოზიციაში, რადგანაც ვერცერთ შემთხვევაში ისინი ვერ ასრულებდნენ იმ ვალდებულებას და როლს, რაც უნდა ჰქონდეთ. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რა საქმეებიდან არის მიხეილ სააკაშვილი დამნაშავე. ის დამნაშავედაა ცნობილი გირგვლიანის საქმეზე; ვალერი გელაშვილის გატაცებისა და წამების საქმეზე; ბრალდებულია 8 მლნ. ლარის ოდენობის სახელმწიფო ქონების გაფლანგვის საქმეზე, ასევე, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტვ “იმედში“ შეჭრასა და დარბევაში. ერთადერთი შემთხვევაა, როცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში სახელობით არის მოხსენეიებული მიხეილ სააკაშვილი, როგორც დამნაშავე. საზოგადოებამ გადაწყვიტოს, ვინ არის გულწრფელი და ობიექტური, საკაშვილის ადვოკატები თუ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტყილება. სააკაშვილი შეცდომებს უწოდებს იმ დანაშაულებს, რაც სტრასბურგის სასამართლოშია მითითებული. როდესაც ის მოიხდის სასჯელს (ჯამში მას 11 წელზე მეტი აქვს მისჯილი სხვადასხვა საქმეებზე) და საპატიმროდან გამოვა, ამის შემდეგ ექნება ამის უფლება, თუ ის ოჯახები მისცემენ ამ უფლებას, ვისი წევრების სიცოცხლეც მოსპო და ვინც გააუბედურა თავისი მმართველბის შუასაუკუნეობრივი მენტალიტეტით. მხოლოდ ამის შემდეგ ექნებოდა მას შესაძლებლობა, მოეხადა ბოდიში და არა მაშინ, როცა პეიზაჟების ფონზე სეირნობს და არჩევნებამდე 1 თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი. ამას ამბობს იმიტომ, რომ ფიქრობს, ვიღაცეების გულს ასეთი ფარისევლობით მოიგებს. ეს არის ლუსტრაცია, რომ ბოდიშის მოხადაშიც არ არიან ისინი გულწრფელები. როგორც ხელისუფლებას ჩამოაშორა ჩვენმა საზოგადოებამ ეს კრიმინალური ორგანიზაცია, ისე ჩამოაშორებს ოპოზიციასაც, რადგან ოპოპოზიციაში ყოფნის დროსაც ერთადერთი, რითაც თავს გვამახსოვრებენ, არის დესტრუქცია, რადიკალიზმი, სიძულვილის ენა, რაც ყველა ეტაპზე იყო მათი სავიზიტო ბარათი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ბიზნესსა და მოქალაქეებს მოუწოდებს, სპეციალისტების რეკომენდაციები მაქსიმალურად დაიცვან
Next post იოსებ ხახალეიშვილი: ჩემი სურვილია, დავეხმარო ყველა კომპანიას, რომელიც ღირებულ პროდუქტს ქმნის, ხელი შევუწყო მათ განვითარებას