იაგო ხვიჩია: შეუძლებელია, ზუსტად ვთქვათ, ვიზალიბერალიზაციას ჩამოგვართმევენ თუ არა, მაგრამ ნამდვილად არსებობს კითხვები, რატომ აკეთებს ამას ხელისუფლება

Read Time:1 Minute, 0 Second

არ ვიცი, ევროპარლამენტის რეზოლუციიდან რა აღსრულდება და რა არა, მაგრამ იქ ის საკითხებია მოხვედრილი, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას არაფერში არ აწყობს და არც არაფერში სჭირდება, – განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, შეუძლებელია ზუსტად ითქვას ჩამოართმევენ თუ არა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას.

„შეუძლებელია, ზუსტად ვთქვათ, ვიზალიბერალიზაციას ჩამოგვართმევენ თუ არა, მაგრამ რაც ნამდვილად შეგვიძლია, ვთქვათ, არის ის კითხვები, რატომ აკეთებს ამას ხელისუფლება. რატომ აყენებს კითხვის ნიშნის და დარტყმის ქვეშ ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას, ვიზალიბერალიზაციასა და ევროპასთან ურთიერთობას. ეს არის მკაფიო გზავნილი ქართველ ხალხთან მისი მთავრობის დამოკიდებულების. ხელისუფლება ამაყობდა, რომ ვიზალიბერალიზაცია მოუტანა ქვეყანას და ახლა საკუთარი უგუნური, დაუსაბუთებელი და აუხსნელი გადაწყვეტილებით რისკავს ქართველმა ხალხმა ევროპასთან უვიზო მიმოსვლა დაკარგოს

რატომ დგას გარისკვის საჭიროება, ამით რა პრინციპს ვიცავთ და რატომ არის ეს ევროპისკენ სვლა თუ ასეთი ნაბიჯების შედეგად შეიძლება ვიზალიბერალიზაცია დავკარგოთ, წარმოდგენა არ მაქვს. არ ვიცი, ევროპარლამენტის რეზოლუციიდან რა აღსრულდება და რა არა, მაგრამ იქ ის საკითხებია მოხვედრილი, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას არაფერში არ აწყობს და არც არაფერში სჭირდება. იბადება კითხვა, რომელსაც ყოველ წუთს ნებისმიერ “ქოცთან” უნდა ვსვამდეთ, რას ვიღებთ სანაცვლოდ, როდესაც ამდენ რამეს ვკარგავთ ამ უაზრო კანონით. ან რა ღირებულება დევს ამ ე. წ „ენჯეოთა“ გამჭვირვალობაში ისეთი, რომლის საფასურადაც ქვეყნის თანამდებობის პირები უნდა დასანქცირდნენ, ხალხმა უნდა დაკარგოს ვიზალიბერალიზაცია და არ უნდა დავიწყოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებები“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია და „ენჯეო“ გაერთიანდნენ, ქართველ ხალხს გვეძახიან რუსებს, როგორი რუსები ვართ, ყველა ვნახავთ 29 აპრილს
Next post შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია და „ენჯეო“ გაერთიანდნენ, ქართველ ხალხს გვეძახიან რუსებს, როგორი რუსები ვართ, ყველა ვნახავთ 29 აპრილს