იოსებ ხახალეიშვილი: ჩემი სურვილია, დავეხმარო ყველა კომპანიას, რომელიც ღირებულ პროდუქტს ქმნის, ხელი შევუწყო მათ განვითარებას
“ტრადიციის და თანამედროვეობის შეჯერება იძლევა ყველაზე კარგ შედეგებს და ამის ერთგვარი მაგალითია კომპანია „მადერა ჯორჯია“, რომელიც საქმიანობა სათავეებს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იღებს, მაგრამ არასოდეს შეუწყვეტია ფუნქციონირება, პირიქით, განვითარდა, გაზარდა ბაზარი, გავიდა ექსპორტზე, დაიწყო მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა წარმოება. ძველ ტრადიციას ახალი ტექნოლოგიები და ნოვაციები დაამატა და გაიმარჯვა. სწორედ ესაა ჩვენი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტი – შევინარჩუნოთ ყველაფერი კარგი და გავაძლიეროთ“, – ამის შესახებ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ავეჯის მწარმოებელი კომპანიის “მადერა ჯორჯიას“ პერსონალთან შეხვედრაზე განაცხადა.
კანდიდატმა დამსწრე საზოგადოებას საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
“ჩემი მთავარი სურვილია, რომ დავეხმარო ყველა იმ ადამიანს, ყველა კომპანიას, რომელიც რაღაც ღირებულს ქმნის. ხელი შევუწყო მათ განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების და ინვესტორების მოზიდვას, რომ ჩვენი ქალაქი განათლებასთან და კულტურასთან ერთად ამ კუთხითაც გავიდეს საერთაშორისო ასპარეზზე.
აქვე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ეკოლოგიაზე, ვინაიდან ჩვენს თვალწინ არსებობს კომპანია, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ექსპერტები ზოგადად მიიჩნევენ, რომ საქართველოში გარემოს დაცვა პრიორიტეტულ სფეროდ არ ითვლება. ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს სტერეოტიპი და ეკოლოგია პრიორიტეტად ვაქციოთ. ამაში კი ჩვენი ჩართულობა, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და ქალაქის წინაშე პასუხისმგებლობა დაგვეხმარება”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკაში თუ დასაშვებია პოლიციის ძალის გამოყენება, თუ მანიფესტანტები არღვევენ წესრიგს, საქართველოში სხვანაირად მოქმედებს დემოკრატია?
თბილისში მიმდინარე აქციების დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიციის ქმედებების არაერთგვაროვან შეფასებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც...
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზასა და დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში....
ნიკა გვარამია: ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება – ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს – ისტორიის სანაგვეზეა
"ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება - ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს - ისტორიის სანაგვეზეა (უკვე)." - ამის...
გიორგი ვოლსკი: გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რატი ბრეგაძე: ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად წყალი აღარ გაუვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურება
ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად...
პრემიერი: შარლ მიშელთან საუბრისას, გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ პარტნიორები არაერთი შეთავაზების მიუხედავად, გამჭვირვალობის კანონპროექტზე საგნობრივ დისკუსიას თავს არიდებენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის...