ნინა თიბილაშვილმა ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

Read Time:27 Second

პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია. ფინალში ის ჩინელ ბიან ძინთან 7:15 დამარცხდა.

თიბილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 4-დან ორ შეხვედრაში იმარჯვა და ძირითად ბადეში ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც იტალიელ ლორედანა ტრიგილიას 15:9 სძლია. მეოთხედფინალში თიბილაშვილმა უკრაინელი ნატალია მორკვიჩი 15:13 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ასევე უკრაინელი ევჰენია ბრეუსი 15:12 დაამარცხა.

რაც შეეხება კიდევ ერთ პარამოფარიკავეს, ირმა ხეცურიანს, ის ნახევარფინალში ჩინელ შუმაი ტანთან 8:15 დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა კი ასევე ჩინეთის წარმომადგენელ რონ ქსიაოსთან დათმო (6:15).

ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე საქართველო 14 პარასპორტსმენით სპორტის 6 სახეობაშია წარმოდგენილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარტია ,,ქართული ოცნების” შუახევის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი – ომარ ტაკიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ფორჩხითის, მჭედლურის, ქობულების, ნაკანაფევისა და დედეშვილების უბნების ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ხალხსა და ქვეყანაზე ორიენტირებული ხელისუფლება