ნიკოლოზ ხატიაშვილი: დავოსის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს და ზოგადად, შუა დერეფანს მიეძღვნა მთლიანი პანელი, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია და ხაზს უსვამს საქართველოს და მთლიანად ჩვენი რეგიონის მნიშვნელობას მსოფლიოსთვის

Read Time:30 Second

საქართველოსთვის დავოსის ფირუმი ძალიან მნიშვნელოვანი იყო – მსოფლიოში მიმდინარეობს ახალი საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბება და დგება ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, სადაც მთლიანად ჩვენი რეგიონისა და ზოგადად, საქართელოს როლი იზრდება, – ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქესის“ მკვლევარმა და საერთაშორისო მდივანმა, ნიკოლოზ ხატიაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ დავოსის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს და ზოგადად, შუა დერეფანს მიეძღვნა მთლიანი პანელი, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია და ხაზს უსვამს საქართველოს და მთლიანად ჩვენი რეგიონის მნიშვნელობას მსოფლიოსთვის. რა თქმა უნდა, ეს განპირობებულია უკრაინაში მიმდინარე ომით და ზოგადად, გეოპოლიტიკური ძვრებით. ვფიქრობ, რომ აქამდე მხოლოდ და მხოლოდ საუბრები მიმდინარეობდა ევროპაში და მსოფლიოში ჩვენი შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, ახლა უკვე ევროპა გადავიდა მოქმედებაზე“, – განაცხადა ხატიაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან ხაბეიშვილი: ნიკა მელია რეგიონებში საკრებულოს წევრებს მისი მხარდამჭერი ბრიფინგების ჩატარებას სთხოვს, 10 დღეში დამთავრდება ეს განუკითხაობა
Next post გიული ალასანია – სააკაშვილის მდგომარეობა ყოველდღე უარესდება, ცარიელი ძვლები დარჩა, ხომ ხედავთ, როგორი გამოცოცხლება და ინტერესია დასავლეთიდან? ამათ ეს ასე არ შერჩებათ