ლევან ხაბეიშვილი: ნიკა მელია რეგიონებში საკრებულოს წევრებს მისი მხარდამჭერი ბრიფინგების ჩატარებას სთხოვს, 10 დღეში დამთავრდება ეს განუკითხაობა

Read Time:41 Second

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია რეგიონებში საკრებულოს წევრებს ურეკავს და სთხოვს, რომ მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ.

„პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ურეკავს რეგიონებში საკრებულოს წევრებს და სთხოვს, რომ მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ. 63 რაიონია საქართველოში და ამ დროისთვის ორი ორგანიზაცია ჩააგდო ასეთ უხერხულ მდგომარეობაში… მაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ რამდენიმე რაიონში აპირებს მსგავსი ბრიფინგების გაკეთებას.

კარგი იქნებოდა, მიშას სიცოცხლისთვის და რუსული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა მოეთხოვა ასეთივე დაჟინებით, როგორც საკუთარი თავისთვის მხარდაჭერის გამოცხადებაა…

უცნაურია, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე რას ამტკიცებს 63 რაიონიდან მაქსიმუმ 7-8-ში ასეთი ბრიფინგებით?! ვის აკვირვებს?! ან რას გვიმტკიცებს?! ანუ, მისივე დაწერილი საკრებულოს სიებიდან რომ რამდენიმე მხარს უჭერს, ეს არის გასაოცარი?!

ჩემო ძვირფასებო, დაჰყევით და ნუ გაუწევთ წინააღმდეგობას… 10 დღეში დამთავრდება ეს განუკითხაობა და რეალურ საქმეს მივხედავთ, რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, მიშას და ქვეყნის თავისუფლებისთვის“, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე: „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებს მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ამ ჯგუფების მერკანტილური ინტერესებისთვის, ვინ როგორ მოეწყობა პარტიაში, ვის მოუწევს წასვლა ან დარჩენა
Next post ნიკოლოზ ხატიაშვილი: დავოსის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს და ზოგადად, შუა დერეფანს მიეძღვნა მთლიანი პანელი, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია და ხაზს უსვამს საქართველოს და მთლიანად ჩვენი რეგიონის მნიშვნელობას მსოფლიოსთვის