მიხეილ სარჯველაძე: „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებს მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ამ ჯგუფების მერკანტილური ინტერესებისთვის, ვინ როგორ მოეწყობა პარტიაში, ვის მოუწევს წასვლა ან დარჩენა

Read Time:30 Second

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, იმას, თუ ვინ გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა არც ქვეყნისთვის და არც საზოგადოებისთვის.

„არ მგონია, რომ რომელიმე მხარის გამარჯვება რაიმე მნიშვნელობის მქონე იყოს ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებისთვის. ამას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ამ ჯგუფების მერკანტილური ინტერესებისთვის, ვინ როგორ მოეწყობა პარტიაში, ვის მოუწევს წასვლა ან დარჩენა. რაც შეეხება დაპირისპირების მასშტაბს, ის იმდენად მწვავე გახდა, გამორიცხულია, რომ ამ პარტიამ გააგრძელოს მოღვაწეობა ამ სახით. გარკვეულ ფაქტებთან დაკავშირებით ხელისუფლების მიმართ ბრალდებებით გამოდიოდნენ მთელი ოპოზიციური სპექტრი. ახლა როგორც ირკვევა, თვითონ ამ პარტიის წევრებსვე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ერთმანეთის მიერ ნაკეთებ ავ საქმეებს მიაწერდნენ ხელისუფლებას“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სამი თვეა მუცელში აქვს მაკრატელი ოპერაციის შემდეგ… ახლა რუსთავში გამოგვაგზავნეს – კიბოთი დაავადებულ 22 წლის გოგონას ოპერაციისას მუცელში მაკრატელი დაუტოვეს
Next post ლევან ხაბეიშვილი: ნიკა მელია რეგიონებში საკრებულოს წევრებს მისი მხარდამჭერი ბრიფინგების ჩატარებას სთხოვს, 10 დღეში დამთავრდება ეს განუკითხაობა