ნიკოლოზ სამხარაძე: გერმანიის კანცლერის მეთაურობით მთავრობა მომართულია იქითკენ, რომ დაჩქარდეს ევროკავშირის გაფართოება და ამ გაფართოებაში ისინი საქართველოს უკვე მოიაზრებენ

Read Time:37 Second

გერმანიაში დაგვიდასტურეს, რომ კანცლერის მეთაურობით, მთლიანად მთავრობა მომართულია იქითკენ, რომ დაჩქარდეს ევროკავშირის გაფართოება და ამ გაფართოებაში ისინი საქართველოს უკვე მოიაზრებენ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ჩვენ შეხვედრები გვქონდა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან და ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მრჩევლებთან, ხელმძღვანელებთან. რა შეეხება ზოგად სურათს, რომელიც ჩვენ გერმანიაში ვნახეთ, ძალიან დამაიმედებელია, იქიდან გამომდინარე, რომ გერმანიაში თითქმის, ყველა პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია, ვისაც ჩვენ შევხვდით, მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებას. ასეთი რამ, თუნდაც, ერთი წლის წინ, როდესაც ჩვენ ვიზიტით ვიყავით ბერლინში, ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო. ეს არის მართლაც ის ცვლილება, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით და ვხედავთ. ეს ცვლილება გადათარგმნილია უკვე სამთავროო პროგრამაშიც. დაგვიდასტურეს, რომ მთლიანად მთავრობა, კანცლერის მეთაურობით, მომართულია იქითკენ, რომ დაჩქარდეს ევროკავშირის გაფართოება და ამ გაფართოებაში ისინი საქართველოს უკვე მოიაზრებენ“, – განაცხადა სამხარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ფაცაციამ თბილისის დევნილთა განსახლების ობიექტებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
Next post აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძეს ილჰამ ალიევის სახელით აზერბაიჯანის სახელმწიფო მედალი გადასცა