დავით ფაცაციამ თბილისის დევნილთა განსახლების ობიექტებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

Read Time:32 Second

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, თბილისის რაიონებში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროგრამების ფარგლებში, დევნილთა განსახლების ობიექტებზე სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. პროექტის ფარგლებში ადგილზე თოვლდამცავი სისტემები მოეწყო, დამონტაჟდა სანიაღვრე მილები და აღდგენა-რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალშემკრებ სისტემებს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები თბილისში მდებარე დევნილთა განსახლების 5 ობიექტზე განხორციელდა, სადაც 200-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს.

„დევნილი მოსახლეობის საჭიროებებისა და სამინისტროში შემოსული განცხადებების გათვალისწინებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დევნილთა განსახლების ობიექტებზე ვახორციელებთ სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელთა შესრულებასაც ინტენსიურ მეთვალყურეობას ვუწევთ. ასევე, ვხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას და ადგილზე ვეცნობით მათ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას“, – დავით ფაცაცია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი: ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით, პროვოკაცია ამ დღეებში უნდა დაწყებულიყო – თუ მსგავსი რამ გამოიკვეთება, სახელები და გვარები პირდაპირ შემიძლია დავასახელო
Next post ნიკოლოზ სამხარაძე: გერმანიის კანცლერის მეთაურობით მთავრობა მომართულია იქითკენ, რომ დაჩქარდეს ევროკავშირის გაფართოება და ამ გაფართოებაში ისინი საქართველოს უკვე მოიაზრებენ