ნათია თურნავა – მისასალმებელია, რომ ქართულმა ბიზნესმა სადეზინფექციო ხსნარების გაზრდილ მოთხოვნას ადგილობრივი წარმოებით სწრაფად უპასუხა

Read Time:53 Second

იმ დროს, როდესაც ქვეყანა ემზადება, რომ უმასპინძლოს პირველ უცხოელ ტურისტებს და ზოგადად, ჩვენი ეკონომიკა ეტაპობრივად იხსნება, ძალიან მნიშვნელოვანია, ბიზნესმაც და მოსახლეობამაც უსაფრთხოების ყველა წესი დაიცვას. ამ მხრივ, პერიოდულად დეზინფექციის ჩატარება აუცილებელია. აქედან გამომდინარე, მისასალმებელია, რომ ქართული ბიზნესი უცებ გადაეწყო და გაზრდილ მოთხოვნას უპასუხა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მცხეთის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელი ორი საწარმოს – „ეკო ბოჰემიასა“ და „ელექსირის“ სამუშაო პროცესის გაცნობის შემდეგ.

ეკონიმიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „ეკო ბოჰემია“, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში საყოფაცხოვრებო ჰიგიენური საშუალებების მსხვილი მწარმოებელი იყო, ამჟამად საქართველოს ბაზრისთვის ხელის ანტისეპტიკურ საშუალებებსა და სხვადასხვა ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარებს აწარმოებს. საწარმო, სადაც 45 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული, სამომავლოდ პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს.

რაც შეეხება კომპანია „ელექსირს“, მისი წარმოებული ბიოსადეზინფექციო საშუალება ფლობს ხარისხის ნიშანს, სურსათის უვნებლობის, გარემოზე ზემოქმედების უვნებლობის და სხვა საერთაშორისო აღიარებებს. საწარმოში დღიური წარმოება 25 ტონას აღწევს. საწარმოში ექსპორტის დიდი მოთხოვნის გამო, თანამშრომელთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა.

„ორივე მათგანი ბაზარზე ძალიან მოთხოვნად პროდუქციას აწარმოებს. ეს არის ქართული წარმოება და იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორი ნიჭიერია ქართული ბიზნესი, როგორ სწრაფად აუღო ალღო შეცვლილ მოთხოვნას და დადგა მოსახლეობის გვერდით, როდესაც ამის საჭიროებაა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარინა ეზუგბაია – „დარჩი სახლში“, ასეთი კატეგორიულები არა ვართ, მაგრამ დარჩი სახლში, თუ არ დარჩები, შეზღუდვები მაქსიმალურად გაითვალისწინე
Next post საქართველო „მაიკროსოფტის“ გლობალურ ინიციატივებში ჩაერთვება