მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საარჩევნო კამპანია შალვა კერესელიძემ ციხისძირის,ქსანის,ნატახტარის და ზედა წეროვნის მოსახლეობასთან შეხვედრებით დაასრულა

Read Time:28 Second

შალვა კერესელიძის პრესსამსახურის
ინფორმაციით “ქართული ოცნების“ მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში
დღეიდან ქალაქ მცხეთის მოსახლეობის პრობლემების
გაცნობას იწყებს .კერესელიძის თქმით სოფლებში
ძირითადად სასმელი წყლის პრობლემებია.მისი თქმით
მუნიციპალიტეტის მომდევნო წლების ბიუჯეტში წყლის
მომარაგების პრობლემის გადაწყვეტა პრიორიტეტულ
საკითხებს შორის პირველ ადგილზეა.
“ათობით სოფლის ასობით მოქალაქესთან შეხვედრის დროს
ვისაუბრე იმ პრობლემებზე, რაც სოფელში მცხოვრებლებს
აწუხებთ. მე მათ დავპირდი, რომ ჩემი არჩევნებში
გამარჯვების შემდეგ პრობლემებს, ეტაპობრივად
მოვაგვარებ, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სასმელი წყლის
მოსახლეობისთვის მიწოდებაა. ამ პრობლემის მოგვარების
გზებზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მომდევნო წლების
ბიუჯეტების პრიორიტეტულ საკითხთა ნუსხაში წყლის
პრობლემის მოგვარება პირველ ადგილზეა,“-განაცხადა შალვა
კერესელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ევროკავშირი საქართველოში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 80 000 ევროს გამოყოფს
Next post შალვა კერესელიძე ფრეზეთში დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა