მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ სამ მედიკოსს აღკვეთის ღონისძიებად 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

Read Time:26 Second

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულ ახალციხის კლინიკა „იმედის“ ორ ექიმსა და ერთ ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულს 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ბრალდების მხარე თითოეულის შემთხვევაში 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. სასამართლო სხდომა 31 მაისს 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.

7 აპრილს საქართველოს პროკურატურამ მედდის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პატრიარქი: ბოროტთან ბრძოლა გაგვიადვილდება, თუ გაჭირვებულებზე ვიზრუნებთ
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: მთელი გულით ვუსამძიმრებ მდინარე ენგურზე დაღუპულთა ოჯახებს, ყველა ინციდენტის და უკანონო დაკავების ფაქტზე საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი მკაცრად დადგება