მამუკა მდინარაძე: ამ ბოლო დროს გახშირდა ძალიან: „ამ თემის განხილვა არის რუსული, იმ თემს განხილვა არის რუსული და ეს არის დასავლური”, რომ საუბარი აგიკრძალონ რაღაც თემაზე?! ტაბუ დაადონ რაღაც თემას?!

Read Time:37 Second

ამ ბოლო დროს გახშირდა ძალიან: “ამ თემის განხილვა არის რუსული, იმ თემს განხილვა არის რუსული და ეს არის დასავლური”, რომ საუბარი აგიკრძალონ რაღაც თემაზე?! ტაბუ დაადონ რაღაც თემას?!, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი აღნიშნავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი ნარატივი წამოიწყო.

„ნაცების“ გაგებით, ამ თემაზე თუ ილაპარაკებ, ეს არის რუსული, ამ თემას თუ განიხილავ, ესეც რუსულია. ახალი ნარატივი წამოვიდა. რუსეთშიც კი და ჩრდილოეთ კორეაშიც, დღევანდელ მოცემულობაში, არ მეგულება, რომ აი ასე ბოლომდე ამას ბედავდნენ. საოცრებაა, ჩვენთან რაც ხდება. კიდევ კარგი დღეს ხელისუფლებაში არ არიან. ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი მთლად ამდენს ასე არ ამბობდნენ. მაშინ არ უთქვამთ ასეთი რაღაც. ხალხს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, მაგრამ „ამის განხილვაც არის მოღალატეობრივიო“ [არ უთქვამთ]. რაღაც თემაზე საუბარი როგორ შეიძლება იყოს რუსული, მოღალატეობრივი, მტრული?!“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკა გვარამია ლევან იოსელიანს: ვარ თუ არა პოლიტპატიმარი? – “კი” ან “არა” პასუხით ძალიან დამავალებ
Next post მეუფე შიო: დღეს ჩვენ ვართ ისეთ ეპოქაში, რომელსაც შეიძლება ეწოდოს „დიდი ცუდად მეტყველების ხანა“ – ღმერთმა ინებოს, დიდმარხვაში დავძლიოთ მძიმე ვნება ცუდად მეტყველებისა