ნიკა გვარამია ლევან იოსელიანს: ვარ თუ არა პოლიტპატიმარი? – “კი” ან “არა” პასუხით ძალიან დამავალებ
როგორ ფიქრობ, ვარ თუ არა პოლიტპატიმარი და ეთანხმები თუ არა სახალხო დამცველის დასკვნას ამ საკითხზე (სხვა, მათ შორის ათობით საერთაშორისო ორგანიზაციისას არ გკითხავ)? სახალხო დამცველს ამგვარ საკითხებში სწორხაზოვნება მართებს და “კი” ან “არა” პასუხით ძალიან დამავალებ. – ასე მიმართავს მსჯავრდადებული ტვ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახალხო დამცველობის კანდიდატს, ლევან იოსელიანს.
“როგორც პოლიტპატიმარს, სახალხო დამცველობის კანდიდატისთვის ერთი შეკითხვის დასმის უფლება მგონი უნდა მქონდეს და გამოვიყენებ:Levan Ioseliani, როგორ ფიქრობ, ვარ თუ არა პოლიტპატიმარი და ეთანხმები თუ არა სახალხო დამცველის დასკვნას ამ საკითხზე (სხვა, მათ შორის ათობით საერთაშორისო ორგანიზაციისას არ გკითხავ)? სახალხო დამცველს ამგვარ საკითხებში სწორხაზოვნება მართებს და “კი” ან “არა” პასუხით ძალიან დამავალებ. თან “პოლიტ” თუ არა, პატიმარი ვარ ბოლო-ბოლო :))Tamuna Kordzaia, მოვისმინე შენი პოზიცია ლევანთან დაკავშირებით და თუ პასუხი ვერ მივიღე, შენ უნდა მომიპოვო რამენაირადუნდა გამიგო, ჩემთვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობისაა, ვინ იქნება სახალხო დამცველი. მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოში უკვე არსებული პოზიციის წარსადგენად არ მინდა ლომჯარიას დასკვნა ან გაწვეული დამხვდეს, ან შეცვლილ-დამახინჯებული. ან საქმეში ინტერვენცია ვთხოვო ახალ სახალხო დამცველს და უარი მივიღო. ასე რომ, ამ ვითარებაში, სახალხო დამცველის კანდიდატურის მხარდაჭერა პოლიტპატიმრების წინაშე პასუხისმგებლობის აღებაცაა. შენ რომ ამის არ გეშინია, ვიცი. ხოდა, დამეხმარე იმის გარკვევაში, რა მელოდება” – წერს ნიკა გვარამია.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკაში თუ დასაშვებია პოლიციის ძალის გამოყენება, თუ მანიფესტანტები არღვევენ წესრიგს, საქართველოში სხვანაირად მოქმედებს დემოკრატია?
თბილისში მიმდინარე აქციების დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიციის ქმედებების არაერთგვაროვან შეფასებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც...
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზასა და დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში....
ნიკა გვარამია: ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება – ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს – ისტორიის სანაგვეზეა
"ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება - ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს - ისტორიის სანაგვეზეა (უკვე)." - ამის...
გიორგი ვოლსკი: გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რატი ბრეგაძე: ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად წყალი აღარ გაუვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურება
ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად...
პრემიერი: შარლ მიშელთან საუბრისას, გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ პარტნიორები არაერთი შეთავაზების მიუხედავად, გამჭვირვალობის კანონპროექტზე საგნობრივ დისკუსიას თავს არიდებენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის...