ირაკლი ჩიქოვანი: რუხში მცხოვრები მოსახლეობა ყველაზე ნათლად ხედავს ოკუპაციის მძიმე ტვირთს

Read Time:46 Second

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს შეხვედრა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში გაიმართა. რუხში ბოლო წლების განმავლობაში  მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა და ნაწილზე სამუშაოები ახლაც აქტიურად მიმდინარეობს.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით ამ სოფლის მოსახლეობა ყველაზე ნათლად ხედავს ოკუპაციის მძიმე ტვირთს.

,,რუხში უკვე ფუნქციონირებს 220-ადგილიანი მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ადგილობრივებთან ერთად, აფხაზეთიდან გადმოსულ ჩვენს მოქალაქეებს ემსახურება.  სოფელში მოწესრიგებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, ძალიან მალე  რუხი-ახალაბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაც დაიწყება. დღესვე გამოცხადდა რუხში თანამედროვე ბაღის მშენებლობაზე ტენდერი.

ამავე სოფელში ვაშენებთ საფეხბურთო აკადემიას. ეწყობა მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკი.  ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი“  აქვე  აშენებს მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფარს, რომელიც ბენეფიციარებს შესთავაზებს მულტიფუნქციურ სერვისს“-განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით არცერთი ხელისუფლების პირობებში რუხში ამ მასშტაბის სამუშაოები არ განხორციელებულა.

შეხვედრაზე კანდიდატთან ერთად საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მოქმედი მაჟორიტარი ედიშერ თოლორაია და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გამსახურდია: ჩემი ძმის მკურნალობის ხარჯებს სრულად ფარავს საქველმოქმედო ფონდი ქართუ
Next post ირაკლი ჩიქოვანი:   ჩემი მაჟორიტარი დეპუტატობის პერიოდში  ყველა დევნილს საკუთარი საცხოვრებელი ექბნება