ირაკლი ჩიქოვანი:   ჩემი მაჟორიტარი დეპუტატობის პერიოდში  ყველა დევნილს საკუთარი საცხოვრებელი ექბნება

ქართული ოცნების ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას წერეთლის ქუჩაზე  შეხვდა. კანდიდატი  ამომრჩეველს ინფრასტრუქტურულად გამართულ მუნიციპალიტეტზე - ზუგდიდში ამ მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობის გაძლიერებაზე და დევნილებისთვის საკუთარი საცხოვრებელი ფართების გადაცემაზე. ,,დევნილებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად მუდმივ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას. თავიანთ მშობლიურ სახლებში დაბრუნება ჩვენი საბოლოო მიზანია, მაგრამ მანამდე ჩვენ ამ ადამიანებს აქ უნდა შევუქმნათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები, ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლების პირობებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა არიან დევნილი ოჯახები, რომლებიც ჯერ კიდევ საჭიროებენ საკუთარ ბინას. ზუგდიდში მცხოვრებ თითოეულ დევნილს ჩემი მაჟორიტარი დეპუტატობის პერიოდში ექნება საკუთარი საცხოვრებელი - ამას თითოეულ მათგანს ვპირდები”- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანი: რუხში მცხოვრები მოსახლეობა ყველაზე ნათლად ხედავს ოკუპაციის მძიმე ტვირთს

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს შეხვედრა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში გაიმართა. რუხში ბოლო წლების განმავლობაში  მასშტაბური ინფრასტრუქტურული...

გიორგი გამსახურდია: ჩემი ძმის მკურნალობის ხარჯებს სრულად ფარავს საქველმოქმედო ფონდი ქართუ

  საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია მოუწოდებს მოქალაქეებს , რომ არ შევიდნენ შეცდომაში და დაუდგენელი პირების მიერ შექმნილ ანგარიშზე არ ჩარიცხონ თანხა, რაც თითქოს...

იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერა გვჭირდება, რათა უფრო წარმატებულად ვაკეთოთ ჩვენი საქმე

"ქართული იცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად შპს. „დინა“-ს პერსონალს შეხვდა. ქარხანა 1996 წლებიდან  მუშაობს, აწარმოებს ლითონის, პლასტმასისსა და...

ირაკლი ჩიქოვანმა სმენადაქვეითებულთა და უსინათლო პირთა კლუბის წევრებს გეგმები გააცნო

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა, დღეს შეხვედრა სმენადაქვეითებულთა და უსინათლო პირთა კლუბის წევრებთან  გამართა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მათ ზუგდიდის კიდევ უფრო განვითარების...

უამინდობის გამო ცაგერში მეწყერი ჩამოწვა

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის კურორტ ლაშიჭალაში იმყოფება და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას...