იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერა გვჭირდება, რათა უფრო წარმატებულად ვაკეთოთ ჩვენი საქმე
“ქართული იცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად შპს. „დინა“-ს პერსონალს შეხვდა. ქარხანა 1996 წლებიდან მუშაობს, აწარმოებს ლითონის, პლასტმასისსა და რეზინის ნაკეთობებს და მისი ნაწარმი საკმაოდ მოთხოვნადია ბაზარზე, ვინაიდან ამიერკავკასიაში ანალოგიური წარმოების ქარხანა არ არსებობს.
საარჩევნო პროგრამის პარალელურად მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე ისეთ თემებზე ისაუბრა, როგორიცაა – ბიზნესის თავისუფლება, მისი განვითარებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის აქტუალობა და ხარისხი, ქართველი და უცხოელი მომხმარებლის მოთხოვნა, ბიზნესის დახმარების გზები.
შეხვედრაზე ქარხნის პერსონალმა კანდიდატის გეგმები და ინიციატივები მოისმინა, ასევე ისაუბრეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზე.
“ქუთაისი ისეთი ტრადიციების ქალაქია კულტურის, განათლების, ინდუსტრიული წარმოების, ბიზნესის მხრივ სულ ცოტა ხელის შეშველება სჭირდება, ადამიანების ჩართულობა და თვითმმართველობის კეთილგანწყობა მწარმოებელებისადმი, იმ ხალხისადმი, ვინც საქმიანი ქუთაისის სახეს წარმოადგენს. ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერა გვჭირდება, რათა უფრო წარმატებულად ვაკეთოთ ჩვენი საქმე“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს? – პატრიოტიზმი არ არის, რომ უარგუმენტოდ რაღაცას რუსული ეძახო
ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს, იქნებ პოლიციელმა ფეხი დააბიჯოს, - ამის...
პეტრე ცისკარიშვილი: ქართულ ჯიგრულ პონტში სცენა უნდა ეთხოვებინათ 2-3 საათით, ამის მაგივრად, დაუპირისპირდნენ ხალხს
ქართულ ჯიგრულ პონტში სცენა უნდა ეთხოვებინათ 2-3 საათით, ამის მაგივრად, დაუპირისპირდნენ ხალხს, ზუსტად ისევე, როგორც აპირებენ, ხვალ მიტინგი მოუწყონ ქართულ...
„ბიძინა, გამოიხედე!..“ – რა ფოტოს აქვეყნებს ვახო სანაია?
"ბიძინა, გამოიხედე - დრონის კადრი!
გოგა ხაინდრავა: დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო – მისი თავისუფლების, დემოკრატიის, ღირებულებების, სუვერენიტეტის
დღეს არ არის დრო სახლში ყოფნის და ტელევიზორში იმის ყურების, თუ რა ხდება. დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო - მისი...
ირაკლი ბათიაშვილი: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან, ურწმუნო და უსამშობლო ადამიანების ურდოების შემოსევისგან. სწორედ ამიტომ უნდა...
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...