ილია წულაია – მოვუწოდებ თითოეულ ბიზნესმენს, ვისაც აქვს რესურსი, შეუნარჩუნოს თანამშრომლებს ხელფასები და სამსახური

Read Time:51 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ილია წულაიამ ბიზნესმენებს მოუწოდა, თანამშრომლებს სამსახური და ხელფასები შეუნარჩუნონ. ამის შესახებ ილია წულაიამ პარლამენტის საგანგებო სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ კრიზისულ სიტუაციაში ბევრი ადამიანი კარგავს სამსახურს, ბევრი ბიზნესი გაჩერდა, ბევრი დროებით დაიხურა, სამწუხაროდ, ბევრი ალბათ სამუდამოდ. შესაბამისად, ძალიან მძიმე მდგომარეობაა როგორც ბიზნესში, ისე ჩვენს მოქალაქეებში. ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ დაკარგა სამუშაო. მინდა, მოვუწოდო თითოეულ ბიზნესმენს, ვისაც აქვს რესურსი, მესმის, ყველა ბიზნესი გაჭირვებაშია დღეს და არც ერთს არ ულხინს, მაგრამ ვისაც აქვს რესურსი, შეუნარჩუნოს საკუთარ თანამშრომლებს ხელფასები და სამსახური. მე როგორც ბიზნესის მფლობელმა, იცით, მე „არქის“ დამფუძნებელი ვარ, ამ საგანგებო ვითარებაში ჩვენს პარტნიორებთან, ზაზა ფაჩულიასთან და ჩვენს ებრაელ პარტნიორთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა თანამშრომელს, მიუხედავად იმისა, რომ 95 პროცენტი დისტანციური მუშაობაზეა, შევუნარჩუნოთ სამსახურები, შევუნარჩუნოთ ხელფასები და მხოლოდ მშენებლობებზე იმუშაონ არადისტანციურად. დანარჩენი ყველა დისტანციურად მუშაობს და სრულად ინარჩუნებს სამსახურს. მესმის, თითოეული ბიზნესმენის, მე ზუსტად ვიცი, რა გაჭირვებაა, რა რთულია ამ ვითარებაში, სრულად შეუნარჩუნო სამსახური ყველა თანამშრომელს და შეუნარჩუნო ხელფასი, მაგრამ მოგიწოდებთ, ერთად დავძლევთ ამ პრობლემებს, თქვენი გუნდისთვის, თქვენი კომპანიისთვის ეს იქნება ძალიან კარგი, გეუბნებით ჩემი პირადი გამოცდილებით“, – განაცხადა ილია წულაიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე – რეკომენდაცია ეძლევა მთლიანად საზოგადოებას, ეს იქნება მორწმუნე მრევლი თუ ათეისტი, რომ მთავარი ღონისძიება ამ ტიპის ეპიდემიების დროს არის სოციალური დისტანცირება
Next post პაატა იმნაძე: მეჩვენება, მორწმუნეების დევნის კამპანია ხომ არ იწყება ქვეყანაში, ფრთხილად ვიყოთ