ამირან გამყრელიძე – რეკომენდაცია ეძლევა მთლიანად საზოგადოებას, ეს იქნება მორწმუნე მრევლი თუ ათეისტი, რომ მთავარი ღონისძიება ამ ტიპის ეპიდემიების დროს არის სოციალური დისტანცირება

Read Time:39 Second

რეკომენდაცია ეძლევა მთლიანად საზოგადოებას, ეს იქნება მორწმუნე მრევლი თუ ათეისტი, რომ მთავარი ღონისძიება ამ ტიპის ეპიდემიების დროს არის სოციალური დისტანცირება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის შემოღების ერთ-ერთი საფუძველი სწორედ სოციალური დისტანცირებაა.

„მთავარი რეკომენდაციაა სოციალური დისტანცირება. ყველაზე კარგი მეთოდი დღეს ამ ეპიდემიასთან ბრძოლის გახლავთ სოციალური დისტანცირება და ამიტომაც იქნა შემოღებული დღეს საგანგებო მდგომარეობა. ერთ-ერთი მთავარი საფუძველი საგანგებო მდგომარეობის გახლავთ ის, რომ ჩვენ სწორად და კარგად დავიცვათ სოციალური დისტანცირების რეკომენდაციები. თავი ავარიდოთ ყოველგვარ დიდ თავყრილობებს. ეს რაოდენობა ჩამოვიდა ათამდე, რომ 10 ადამიანზე მეტი ერთდროულად არ უნდა შეიკრიბოს დახურულ სივრცეში. ეს ეხება ყველას და რეკომენდაცია ეძლევა მთლიანად საზოგადოებას. ეს იქნება მორწმუნე მრევლი თუ ათესტი, რომ მთავარი ღონისძიება ამ ტიპის ეპიდემიების დროს გახლავთ სოციალური დისტანცირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“- ის ეთერში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვახტანგ გომელაური – მინდა, თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო ამ დღეებში გაწეული შრომისთვის
Next post ილია წულაია – მოვუწოდებ თითოეულ ბიზნესმენს, ვისაც აქვს რესურსი, შეუნარჩუნოს თანამშრომლებს ხელფასები და სამსახური