ვახტანგ გომელაური – მინდა, თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო ამ დღეებში გაწეული შრომისთვის
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, სასაზღვრო კონტროლის მიმართულებით სამართალდამცველების მიერ გაწეული მუშაობა უმძიმესი იყო, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „იმედის“ ეთერში განაცხადა და პროცესებში ჩართულ პოლიციის ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, ჩვენს თანამშრომლებს, პოლიციელებს, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. მართლა ძალიან დიდი შრომა ჩადეს ამ ორი კვირის განმავლობაში. თქვენ იცით, თუ რა პრობლემები იყო, ძალიან ბევრი რეისი სრულდებოდა. მით უმეტეს, პირველი 2-3 დღის განმავლობაში ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა ყველაფერს გავართვით თავი. დღეს დაკეტილია საზღვრები მთლიანად. სახმელეთო საზღვარზე შემოდიან მხოლოდ ჩვენი მოქალაქეები და გამონაკლისი დაიშვება მაშინ, თუ დიპლომატიური მისიით მოემგზავრება სხვა ქვეყნის მოქალაქე. გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაშიც, თუ პირი საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრია – მეუღლე, შვილი, დედა და ა.შ. მისი ქვეყანაში შემოშვების საკითხს განვიხილავთ, რა თქმა უნდა, შემოწმების შემდეგ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა სატვირთო გადაზიდვების შესახებაც.
„იცით, რომ ტვირთები მოძრაობს, არ გაგვიჩერებია სატვირთო გადაზიდვები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც და ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისთვისაც. ყველა სატვირთო მანქანის მძღოლი მოწმდება, რამდენიმე ათეული სატვირთო მანქანის კოლონა კეთდება და საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს ლარსიდან წითელ ხიდამდე მათ გაცილებას, თავის დაზღვევის მიზნით, რომ ეს ადამიანები არ შევიდნენ ჩვენს მოქალაქეებთან კონტაქტში“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ, განცხადებას ავრცელებს. „გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „საგანმანათლებლო STEM პროექტების კონკურსში“ გამარჯვებული სასკოლო გუნდები გამოავლინეს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში STEM ინოვატორთა ასოციაციის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ერთობლივი პროექტის - „საგანმანათლებლო STEM პროექტების...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალზე ორი გრანპრი მოიპოვა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ- „მოდინახე“, სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალზე მთავარი ჯილდო და ასევე, ტურისტული სააგენტოების დაწესებული გრანპრი მოიპოვა....
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარი DAAD-ს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი გერმანიის საერთაშორისო აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) საგრანტო...
ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა დაიწყო [ფოტო]
ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა დაიწყო. მსვლელობის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ პლაკატი წარწერით: „ღირსებით ევროპისკენ“. ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორ იოსებ სარჯველაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს აკადემიური საბჭოს წევრის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის...