თურქეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 786 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Read Time:18 Second

თურქეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების 2 786 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 69 ადამიანი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ” ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სულ თურქეთში გამოვლენილია კორონავირუსის 20 921 შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი 425-ს შეადგენს.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეთინ კოჩას განცხადებით, კვლევამ აჩვენა, რომ სტამბოლში კორონავირუსით დაავადებული ერთი ადამიანისგან საშუალოდ 16 პირი ინფიცირდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია აბაშიძე: 9 წლის განმავლობაში საქართველოს მართავდა საკუთარი ხალხის მკვლელი დამნაშავე რეჟიმი, რომელიც უშედეგოდ ცდილობს უკან მობრუნებას
Next post პოლიციამ ოზურგეთში ტაძრის გაქურდვის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი ამხილა