გია აბაშიძე: 9 წლის განმავლობაში საქართველოს მართავდა საკუთარი ხალხის მკვლელი დამნაშავე რეჟიმი, რომელიც უშედეგოდ ცდილობს უკან მობრუნებას

Read Time:1 Minute, 17 Second

გია აბაშიძე: 9 წლის განმავლობაში საქართველოს მართავდა საკუთარი ხალხის მკვლელი დამნაშავე რეჟიმი, რომელიც უშედეგოდ ცდილობს უკან მობრუნებას სტრასბურგმა სამართლებრივად დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, თავად დადგა ე.წ. ბუნტი ციხეში, რომლის ჩახშობის ეგიდითაც ციხეში პატიმრების წამება დაიკანონეს. 9 წლის განმავლობაში საქართველოს მართავდა საკუთარი ხალხის მკვლელი დამნაშავე რეჟიმი, რომელიც უშედეგოდ ცდილობს უკან მობრუნებას,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობის” მოძალადე რეჟიმზე ევროპული სასამართლოს უმძიმესი ვერდიქტები კიდევ იქნება. არაერთი საჩივარია რიგში. როგორ გაისუსნენ კორონაცები, მათი სატელიტები და სახალხო ( შერჩევითი ) დამცველი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე 2006 წლის, ე.წ. ციხის ბუნტთან დაკავშირებით?! “რუსეთუმე” ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ვერდიქტმა მკაფიოდ თქვა შემდეგი – ე.წ. „ციხის ბუნტის“ დროს მოკლული 7 და დაშავებული 22 პატიმრის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების მრავლობითი დარღვევა დაადგინა . 2006 წლის 27 მარტს ჩატარებული სპეცოპერაცია იყო უკონტროლო, გამოყენებული ძალა კი – განურჩეველი და გადაჭარბებული. დაშავებულებს არ გაეწიათ სათანადო სამედიცინო დახმარება. სპეცოპერაციის დროს საკუთარ საკნებში ჩაცხრილეს პატიმრები, რომლებსაც წინააღმდეგობა საერთოდ არ გაუწევიათ. რა გამოდის? სტრასბურგმა სამართლებრივად დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, თავად დადგა ე.წ. ბუნტი ციხეში, რომლის ჩახშობის ეგიდითაც, ტუსაღები და ამ გზით, ციხეში პატიმრების წამება დაიკანონეს, გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის, „რუსთავი 2“-ის საქმეებთან ერთად, ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ამხილა კორონაცების სისტემური დანაშაულის ყველა ასპექტი, მათ შორის: პოლიციური ტერორი, მაღალჩინოსნის მიერ წინასწარ განზრახვით განხორციელებული მკვლელობა, ადამიანის წამება, საკუთრების წართმევა და ა.შ. 9 წლის განმავლობაში საქართველოს მართავდა საკუთარი ხალხის მკვლელი დამნაშავე რეჟიმი, რომელიც უშედეგოდ ცდილობს უკან მობრუნებას. “ნაციონალურ მოძრაობის” მოძალადე რეჟიმზე ევროპული სასამართლოს უმძიმესი ვერდიქტები კიდევ იქნება. არაერთი საჩივარია რიგში. კორონაცებო, ვერ დაბრუნდებით. ჯანმრთელობა, მშვიდობა და განვითარება საქართველოს, კაცობრიობას”,- წერს გია აბაშიძე

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. ცხელების ცენტრების ჩამონათვალს გამოაქვეყნებს
Next post თურქეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 786 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა