ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. ცხელების ცენტრების ჩამონათვალს გამოაქვეყნებს

Read Time:49 Second

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემა სრულ მზადყოფნაშია პაციენტების მისაღებად.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ 112-ის ხაზი, რომელიც იქნება დაკავშირებული პირველად ჯანდაცვასთან, უკვე ასრულებს თავის სამუშაოს სატესტო რეჟიმში. მისი თქმით, თბილისში ის უკვე წარმატებით ფუნქციონირებს.

„ექიმები ორ თვეზე მეტია, გადიან შესაბამის ტრეინინგს, რის შედეგადაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი მზაობა არის სრულყოფილი. მაგრამ მაინც განხორციელდება ჩვენი მხრიდან მუდმივი მონიტორინგი, რათა რა მოხდეს გარკვეული გადაცდომები, რაც შეიძლება იყოს გარკვეული რისკების მატარებელი“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

რაც შეეხება ე.წ. ცხელების ცენტრებს, ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ რეგულირების სააგენტო სწავლობს ყველა ცენტრის მზაობას და მალე მათი ჩამონათვალი გახდება ცნობილი.

„ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ყველა იმ აღჭურვილობით უზრუნველვყოთ ცენტრები, რომელიც პერსონალს ესაჭიროება. ადგილზე გავეცნობი თითოეული ცენტრის მზაობას. იქიდან გამომდინარე, რომ „კოვიდთან“ ბრძოლის მასშტაბები იზრდება, გარკვეული ეტაპის განმავლობაში იყო ცვალებადი, დღეს ჩვენ ჩამოვყალიბდით გარკვეულ სიაზე და ცხელების ცენტრების ჩამონათვალი ჩვენი ვებგვერდის საშუალებით გახდება მოსახლეობისთვის ცნობილი. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობა იზრუნებს იმაზე, რომ მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია თავიანთ მოქალაქეებს, რათა მოქალაქეებმა დროულად მიმართონ ცხელების ცენტრებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პაატა იმნაძე – მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის ფსიქიკას, ერთსა და იმავე კითხვაზე ერთი და იგივე პასუხი რამდენჯერ შეიძლება გავცე
Next post გია აბაშიძე: 9 წლის განმავლობაში საქართველოს მართავდა საკუთარი ხალხის მკვლელი დამნაშავე რეჟიმი, რომელიც უშედეგოდ ცდილობს უკან მობრუნებას