ვოლოდიმირ ზელენსკი – პრობლემების მიუხედავად, ზამთრის განმავლობაში შევძელით მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და გათბობის უზრუნველყოფა

Read Time:37 Second

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი განვლილ ზამთარსა და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას, ენერგოუსაფრთხოებას ეხმაურება. ზელენსკის თქმით, არსებული პრობლემების მიუხედავად, გასული ზამთრის განმავლობაში, მათ შეძლეს მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და გათბობის უზრუნველყოფა. მისი თქმით, სწორედ ენერგეტიკის საკითხი განიხილეს გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელსაც ენერგეტიკული კომპანიები: „ნაფტოგაზი“, „ენერგოატომი“, „უკრენერგო“, „უკრჰიდროენერგო“, ასევე მთავრობა, სამხედროები და დაზვერვის წარმომადგენლების ესწრებოდნენ.

„დღეს გავმართეთ ენერგეტიკულ საკითხებზე შეხვედრა. მონაწილეობა მიიღო ყველამ, ვისზეც დამოკიდებულია ჩვენი ენერგეტიკული სისტემის სტაბილურობა. ეს იყო ხანგრძლივი სამსაათიანი შეხვედრა.

ეს ზამთარი გავიდა. ის ძალიან რთული იყო და ეს სირთულე გაზვიადების გარეშე იგრძნო ყველა უკრაინელმა. მაგრამ მაინც შევძელით უკრაინისთვის ენერგიისა და სითბოს მიწოდება. დიახ, ენერგოსისტემას საფრთხე რჩება. მაგრამ ენერგეტიკულ სისტემაზე მუშაობა გრძელდება“,-განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მათ დააფიქსირეს მიმდინარე ამოცანები, რათა გათბობის ეს სეზონი ნორმალურად დასრულდეს და უკვე დაიწყეს ზრუნვა მომავალი სეზონისთვის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბლინკენი: არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რუსეთის ხელისუფლება ნამდვილად მზად არის, დაიწყოს მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოლაპარაკებები უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად
Next post მამუკა მდინარაძე: ამ ქვეყანაში ვერ აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც საპირისპიროდ ილაპარაკებს, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, არ არის აგრესორი და მისი ბრალეულობა არ არის 2008 წელს