მამუკა მდინარაძე: ამ ქვეყანაში ვერ აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც საპირისპიროდ ილაპარაკებს, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, არ არის აგრესორი და მისი ბრალეულობა არ არის 2008 წელს

Read Time:1 Minute, 1 Second

ჩვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას საერთოდ თუ დავეთანხმებით, მერე ვისაუბროთ ამაზე, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ კითხვაზე, რა შედეგი შეიძლება დადოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ, რომლის შექმნასაც „ევროპელი სოციალისტები“ ითხოვენ.

როგორც მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, ამ ქვეყანაში ვერ აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც საპირისპიროდ ილაპარაკებს, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, არ არის აგრესორი და მისი ბრალეულობა არ არის 2008 წელს.

„დიდი სიამოვნებით დავუსვამდი კითხვას ამ დოკუმენტზე ხელმომწერ ადამიანებს, რამ გაიძულათ? რა ოკუპაცია არ ჩაიწერებოდა, რას ჰქვია არ ჩაიწერებოდა? ათასჯერ მაქვს გამეორებული. გორამდე რომ ხალხი იყო შემოსული, ოკუპანტები, ჯარისკაცები, იმ ხალხზე რას იტყოდნენ, ესენი ტურისტები არიან თუ დამთვალიერებლებიო?! თუ რას იტყოდნენ?! რა კომპრომისი ეს არის? ფაქტი უკვე შემდგარი იყო, თუკი ვინმე ფიქრობს კიდევ, სხვა რაღაცაში ხომ არ არის საქმე, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ ქვეყანაში ვერ აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც საპირისპიროდ ილაპარაკებს, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, არ არის აგრესორი და მისი ბრალეულობა არ არის 2008 წელს.

ჰიპოთეტურად რომ წამოგყვეთ, ჰიპოთეტურად რომ შეიქმნას კომისია, მაშინ ერთადერთი ამ წუთში რაც მაფიქრდება, არის ის, რომ პოლიტიკური განაჩენი შეიძლება გამოვიდეს – შენ ამას ხელი ისე მოაწერე, რომ არანაირი კომპრომისი ეს არ იყო. ისე მოაწერე ხელი 7-ში ომი დავიწყეთო ამას და ისე მოაწერე ქართველების სამხედრო დანაშაულს ხელი, რომ მეორე მხარეს სასწორზე ამაზე დიდი ვერაფერი დაიდებოდა, გამორიცხულია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვოლოდიმირ ზელენსკი – პრობლემების მიუხედავად, ზამთრის განმავლობაში შევძელით მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და გათბობის უზრუნველყოფა
Next post კახა კალაძე: ირაკლი ღარიბაშვილი ღირსეული პრემიერ-მინისტრია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებს