კახა კალაძე: ირაკლი ღარიბაშვილი ღირსეული პრემიერ-მინისტრია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებს

Read Time:30 Second

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყველაფერს აკეთებს, რომ პარტია იყოს მოწოდების სიმაღლეზე. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გახდება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარე, კახა კალაძემ უპასუხა, რომ როგორც პარტიის თავმჯდომარე, ასევე პრემიერ-მინისტრი თავიანთ საქმეს ღირსეულად უძღვებიან და არანაირი ცვლილებები არ იგეგმება.

„პარტიას ჰყავს ღირსეული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის სახით, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პარტია იყოს მოწოდების სიმაღლეზე. რაც შეეხება, ირაკლი ღარიბაშვილს, ის არის ღირსეული პრემიერ-მინისტრი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებს, ბევრი პროექტი არის დაწყებული ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულებით და მინისტრთა კაბინეტთან, მთავრობის წევრებთან ერთად მინდა, მას წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: ამ ქვეყანაში ვერ აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც საპირისპიროდ ილაპარაკებს, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, არ არის აგრესორი და მისი ბრალეულობა არ არის 2008 წელს
Next post მიხეილ ყაველაშვილი: გავა დრო და ევროპა დაეთანხმება ჩვენს პრინციპულ პოზიციას – საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ნებისმიერი კანონმდებლობის მსჯელობით განხილვა ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული ვერ იქნება