ბლინკენი: არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რუსეთის ხელისუფლება ნამდვილად მზად არის, დაიწყოს მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოლაპარაკებები უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად

Read Time:32 Second

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რუსეთის ხელისუფლება ნამდვილად მზად არის, დაიწყოს მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოლაპარაკებები უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად.

„პირიქით. არსებობს საპირისპირო მტკიცებულება. უბრალოდ მოუსმინეთ, რას ამბობს პრეზიდენტი პუტინი [სახელმწიფო მდივანმა იგულისხმა ვლადიმირ პუტინის ბოლო განცხადება, რომ აზრი არ აქვს საუბარს, სანამ უკრაინა „ახალ ტერიტორიულ რეალობას არ აღიარებს“]. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სანამ უკრაინა არ აღიარებს, რომ რუსეთმა წაართვა ტერიტორიები, ის არც კი ილაპარაკებს“, – განმარტა ბლინკენმა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ასეთი წინადადება მიუღებელია.

ბლინკენის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობას სურს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა და არა ისეთი, სადაც კრემლს შეუძლია გაიმეოროს თავისი ქმედებები უახლოეს მომავალში, როდესაც დაისვენებს და გადაიარაღდება თავდასხმისთვის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მეუფე შიო: დღეს ჩვენ ვართ ისეთ ეპოქაში, რომელსაც შეიძლება ეწოდოს „დიდი ცუდად მეტყველების ხანა“ – ღმერთმა ინებოს, დიდმარხვაში დავძლიოთ მძიმე ვნება ცუდად მეტყველებისა
Next post ვოლოდიმირ ზელენსკი – პრობლემების მიუხედავად, ზამთრის განმავლობაში შევძელით მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და გათბობის უზრუნველყოფა