ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ოკუპაციისგან 1 888 ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს

Read Time:22 Second

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ოკუპაციისგან 1 888 ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს.

მისი თქმით, გასათავისუფლებელი დარჩა დაახლოებით ამდენივე დასახლება.

„ეს ნიშნავს, რომ ახლა უკრაინაში ბრძოლის ველზე წყდება მილიონობით ადამიანის ბედი. მილიონობით, რომლებიც შეიძლება გადარჩნენ. ჩვენ არ გვაქვს უფლება რუსულ ოკუპაციაში დავტოვოთ არც ერთი ჩვენი ადამიანი. არც რუსულ ფილტრაციულ ბანაკებში, სადაც უკვე დაიკარგა ათასობით ადამიანი და არც რუსეთის ტერიტორიებზე, სადაც ასობით ათასი უკრაინელის იძულებითი დეპორტაცია განახორციელეს“,- განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან იოსელიანი – აღმოჩნდა, რომ სამი პარტია, რომელიც სამუშაო ჯგუფებს პროტესტს უცხადებს, საარჩევნო საკითხებზე ორჯერ შეხვდა „ქართულ ოცნებას“, მათთან თუ დადიან და ყველა საკითხზე თანხმდებიან, ვის უცხადებენ ბოიკოტს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი – ვინმეს არ ჰქონდეს ილუზია, რომ ომის პარტიას, ლუზერებს რამე არეულობას შემოვატანინებთ