ეკატერინე ტიკარაძე: თუ ვაქცინაციის პროცესს არ შევუწყვეთ ხელი, ჩვენ კვლავ რისკის წინაშე ვდგებით, საქართველოში იქნება მესამე ტალღა

Read Time:42 Second

თუ რეგულაციები მკაცრად არ იქნა დაცული და ვაქცინაციის პროცესს არ შევუწყვეთ ხელი, ჩვენ კვლავ რისკის წინაშე ვდგებით“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში საქართველოში იქნება მესამე ტალღა, რაც ინფიცირების შემთხვევების მატების პროპორციულად ქვეყანაში ლეტალობის მაჩვენებელს გაზრდის.

„ვაქცინაციის სარგებელი ხშირად არის ჩვენს მიერ ნახსენები, რაც გულისხმობს რიცხვებში 10-ჯერ და 100-ჯერ მეტად გაზრდილ კორონავირუსის შემთხვევებსა და ლეტალობას, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ყველანი ერთად არ შევუწყობთ ხელს ვაქცინაციის პროცესის უსაფრთხოდ წარმართვას. ეს ყველაფერი ჩვენ კარგად ვიხილეთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე და ასევე მაშინ, როდესაც ჩვენთან მეორე ტალღა იყო, რომელიც საკმაოდ მძიმე შედეგი ჰქონდა.

დღეისთვის ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის ერთი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ თუ რეგულაციები მკაცრად არ იქნა დაცული და ვაქცინაციის პროცესს არ შევუწყვეთ ხელი, ჩვენ კვლავ რისკის წინაშე ვდგებით. საქართველოში იქნება მესამე ტალღა, რაც ინფიცირების შემთხვევების მატების პროპორციულად ქვეყანაში ლეტალობის მაჩვენებელს გაზრდის“, – განაცხადა ტიკარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროდ, პარლამენტში შესვლასა და თანამშრომლობაზე კითხვა „ენდიაის“ კვლევიდან რატომღაც ამოღებულია
Next post ჯო ბაიდენი 25 მარტს ევროპული საბჭოს სხდომას დაესწრება