შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროდ, პარლამენტში შესვლასა და თანამშრომლობაზე კითხვა „ენდიაის“ კვლევიდან რატომღაც ამოღებულია

Read Time:45 Second

სამწუხაროდ, გაკვირვება გამოიწვია, რომ კვლევაში ის კითხვა არ არის, რომელიც წინაში იყო – პარლამენტში შესვლისა და თანამშრომლობის საკითხი. რატომღაც, ეს კითხვა კვლევიდან ამოღებულია, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შალვა პაპუაშვილმა „ენდიაის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე კარგი კვლევა არჩევნებია, რომელიც ახლახანს ჩატარდა.

ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ოპონენტების ნაწილისთვის ერთადერთი  დღის წესრიგი ძალაუფლების მოპოვებაა.

„ყველაზე კარგი კვლევა არჩევნებია, რომელიც ახლახანს ჩატარდა. ამ კვლევის თანაფარდობას რომ შევხედოთ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, თუ მარტივ ალოკაციას გავაკეთებდით, ვნახავთ, რომ უფრო მეტსაც კი მიიღებდა „ქართული ოცნება”, ვიდრე არჩევნებზე მიიღო, 50-60 პროცენტს. ჩვენი ოპონენტების ნაწილისთვის არაფერი არ არის გზავნილი, არც არჩევნები, არც კვლევა, არც არაფერი. მათ ერთადერთი დღის წესრიგი აქვთ, ძალაუფლების სრული მოპოვება, რაც ვერ შეძლეს, რადგან მოქალაქეების ნდობა არ აქვთ, რომ ეს არჩევნების გზით მოიპოვონ. ამიტომ დესტაბილიზაციის მცდელობის ყველა სცენარი, რასაც ვუყურებთ, არის ძალაუფლების მოპოვება არჩევნებისა და მოქალაქეების გვერდის ავლით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: ვერ შევეგუეთ აზრს, რომ ჩვენი მოქალაქეები – აფხაზები და ოსები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ
Next post ეკატერინე ტიკარაძე: თუ ვაქცინაციის პროცესს არ შევუწყვეთ ხელი, ჩვენ კვლავ რისკის წინაშე ვდგებით, საქართველოში იქნება მესამე ტალღა