დღეიდან თბილისში მართლწესრიგის ოფიცრებმა დაიწყეს მუშაობა

Read Time:32 Second

შინაგან საქმეთა სამინისტროს „სისტემური განახლების“ ფარგლებში დღეს თბილისში მართლწესრიგის ოფიცრებმა დაიწყეს მუშაობა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი წარმოადგენს კრიმინალური პოლიციის ახალ დანაყოფს, რომელმაც ეტაპობრივად, სრულად უნდა ჩაანაცვლოს კრიმინალური პოლიციის საუბნო მიმართულება და უბნის ინსპექტორის მოძველებული ინსტიტუტი.

უწყების ცნობით, მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია.

„წარმოდგენილი მართლწესრიგის ოფიცრების შერჩევა მოხდა არსებული თანამშრომლებიდან, მათ რამდენიმეთვიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს და დღეიდან დაიწყეს მუშაობა თბილისის კრიმინალური პოლიციის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში.

პარალელურად, ღია კონკურსის მეშვეობით მოხდა მოსახლეობიდან მართლწესრიგის ოფიცრების ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევა, რომლებიც ამჟამად ინტენსიურ სწავლებასა და მომზადებას გადიან.

ეტაპობრივად, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ჯერ თბილისის მასშტაბით, ხოლო მოგვიანებით მთელს საქართველოში დაინერგება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოგონა, რომელმაც 18 თვეში 65 კილოგრამი დაიკლო. იხილეთ ფოტოები
Next post დეპუტატები ახალი რეგლამენტის პროექტზე მსჯელობენ, რომლის თანახმადაც, პარლამენტის ადგილსამყოფლად თბილისია განსაზღვრული