დედა ორ ბავშვთან ერთად მე-9 სართულიდან გადმოხტა და წერილი დატოვა

Read Time:33 Second

საშინელი ტრაგედია დატრიალდა მოსკოვში, რასაც სოციალურ ქსელში და ადგილობრივ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 36 წლის ქალბატონი ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მე-9 სართულიდან გადმოხტა და წერილი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

როგორც ირკვევა, გადმოხტომამდე, ქალბატონმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა ბავშვის ცუდად ყოფნის მიზეზით და რამდენიმე წუთში საკუთარ შვილებთან ერთად გადმოხტა მე-9 სართულიდან.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წერილში ქალბატონი ითხოვს, რომ ციხეში არ ჩასვან თავისი მეუღლე და მის სიკვდილში მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებს.

ინციდენტის შედეგად ქალბატონი და მისი ერთი ბავშვი ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო მეორე ბავშვი – კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში დააწვინეს.

შემთხვევის ადგილზე მივიდა სუიციდის მსხვერპლის მეუღლეც, რომელიც სიტუაციაში გარკვევის შემდეგ ცუდად გახდა და ისიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯიუტი და ცელქი ბავშვები ზრდასრულ ასაკში წარმატებულები არიან და ადვილად მდიდრდებიან – კვლევა
Next post საქართველოში 6 ექიმს საექიმო საქმიანობის უფლება სამუდამოდ შეუჩერდა