დავით ზალკალიანი: საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების კუთხით რამდენიმე ქვეყანასთან ვმუშაობთ, მათ შორის საფრანგეთთან და ისრაელთან

Read Time:54 Second

ჩვენ არამხოლოდ გერმანიასთან, არამედ ბევრ ქვეყანასთან ვმუშაობთ ე.წ ცირკულარული მიგრაციის მიმართულებით, ჩვენი მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნებთან გაფორმებული შეთანხმების შემადგენელი ნაწილი იქნება, რომ საქართველოდან სამუშაოდ წასული მოქალაქეები უკან დაბრუნდნენ.

„ჩვენ არამხოლოდ გერმანიასთან, არამედ ბევრ ქვეყანასთან ვმუშაობთ ე.წ ცირკულარული მიგრაციის მიმართულებით, ჩვენი მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით.

ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოქალაქეებს ვაიძულებთ, რომ დატოვონ ქვეყანა. პირიქით, სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლიანი პოლიტიკის ნაწილია ის, რომ ამ შეთანხმებებში, რომელიც გაფორმდება ამ ქვეყნებთან, შეთანხმების შემადგენელი ნაწილი იყოს ის, რომ ეს არის არა სამუდამოდ წასვლა, არამედ იმ პირობით წასვლა, რომ ისინი უკან დაბრუნდნენ, როგორც უკვე კვალიფიკაცია ამაღლებული ადამიანები და საკუთარ ქვეყანას მოახმარონ ის გამოცდილება, რომელსაც შეიძენენ ქვეყნის გარეთ. რამდენიმე ქვეყანასთან ვმუშაობთ, მათ შორის საფრანგეთთან და ისრაელთან“,- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

კითხვაზე, როგორ გაკონტროლდება მოქალაქეების დაბრუნება და პირობის დარღვევის შემთხვევაში რა იქნება სანქციები, ზალკალიანი პასუხობს, რომ ეს ყველა ქვეყანასთან კონკრეტული შეთანხმებით განისაზღვრებ

„გამიჭირდება, რომ თითოეული შეთანხმება ცალ-ცალკე გითხრათ, რა არის ჩადებული. მაგრამ მერწმუნეთ, რომ ყველაფერია გათვალისწინებული, რომ მათი უფლებებიც იყოს დაცული და ასევე ქვეყნის, სახელმწიფოს ინტერესები გათვალისწინებული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანი: იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში თურქეთთან ვაქცინების მიმართულებითაც გვექნება მნიშვნელოვანი თანამშრომლობა და ხელშესახები შედეგი
Next post ფარნა მახოხაშვილი მასზე ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო, რამაც მისი ბებიის გარდაცვალება გამოიწვია, აპირებს „ტვ პირველს“ სასამართლოში უჩივლოს