დავით ბაქრაძე: ჩვენ დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა

Read Time:1 Minute, 3 Second

„ჩვენ დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა, მაგრამ მეორე და მესამე მოსმენით მხარს არ დავუჭერთ მას, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს თავის ვალდებულებას და არ გაათავისუფლებს გიორი რურუას“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერას და 20 ხმას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ამ დარბაზში სწორი კლიმატის შექმნისა და პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისთვის.

ამავე დროს, ჩვენი ფუნქცია არის სრულიად მკაფიო. ჩვენ დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა, მაგრამ მეორე და მესამე მოსმენით მხარს არ დავუჭერთ ამ ცვლილებას, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს თავის ვალდებულებას და არ გაათავისუფლებს გიორი რურუას. თუ – არა, შედეგებზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ იქნება. ბურთი არის ხელისუფლების მხარეს, ჩვენ დღევანდელი კენჭისყრით უზრუნველვყავით, რომ პროცესი გაგრძელდა“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში არ მონაწილეობდა.

სხდომაზე იყვნენ „ევროპული საქართველოს“ წევრები. პარტიის ლიდერების თქმით, პროექტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვაში მათი მონაწილეობა იმაზე იქნება დამოკიდებული, გათავისუფლდება თუ არა გიორგი რურუა.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
Next post მეუფე შიო: საკმაოდ მრავლად არიან მორწმუნენი, აქვთ მისწრაფება ღვთისადმი, მაგრამ ქრისტიანული ცხოვრების დაწყებას აყოვნებენ