მეუფე შიო: საკმაოდ მრავლად არიან მორწმუნენი, აქვთ მისწრაფება ღვთისადმი, მაგრამ ქრისტიანული ცხოვრების დაწყებას აყოვნებენ

Read Time:29 Second

საკმაოდ მრავლად არიან მორწმუნენი, აქვთ მისწრაფება ღვთისადმი, მაგრამ რომ შეუდგნენ ქრისტეს და დაიწყონ ქრისტიანული ცხოვრება, ამას აყოვნებენ. ან ამბობენ, – მერე გავაკეთებ ამას, როდესაც მოვხუცდები, ჯერ რაღაც სხვა საქმეები მაქვს მისახედი, ან ოჯახი, ან – სხვა რამ. ეს ძალიან არასწორია, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ განაცხადა. მან მრევლს ათონელი მამების ხსენების დღე მიულოცა.

„დღეს ათონელი მამების ხსენების დღეა, როგორც იმ ადამიანებისა, რომელთაც ყველაფერი დაუტევეს და სრულიად შეუდგნენ უფალ იესო ქრისტეს. გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. შეგვეწიოს მისი ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს“ – აღნიშნა პატრიარქის მოსაყდრემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ბაქრაძე: ჩვენ დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა
Next post არჩილ თალაკვაძე: დღეს საზოგადოებამ დაინახა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა