ბატიაშვილი: ზუგდიდში სტუმარმასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება

Read Time:32 Second

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის განცხადებით, ზუგდიდში სტუმარმასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება.

მიხეილ ბატიაშივლის თქმით, აღნიშნული პროექტი კერძო სექტორის ჩართულობით ხორციელდება:

„პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის მონაწილეობა ერთ-ერთი მნიშვნერლოვანი კომპონენტია. ჩვენი ხედვით, მათ გარეშე შეუძლებელია
ისეთი პროფესიული პროგრამების შემუშავება, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნასა და სწრაფ დასაქმებაზეა ორიენტირებული. კერძო სექტორის
მაქსიმალური ჩართულობის რამდენიმე კარგი მაგალითი უკვე გვაქვს, კერძოდ, ზუგდიდში სტუმარმასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება, რაც
ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო ნიმუშია,“ – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, სამინისტროს მხრიდან კომპანიებთან თანამშრომლობა გრძელდება, როგორც დასაქმების, ასევე ახალი პროგრამებისა და სასწავლებლების დაფუძნების კუთხით. როგორც მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ კვლავ გაგრძელდება კერძო სექტორის ხელშეწყობა, რადგან სამინისტროს მიზანია, რაც შეიძლება ბევრ კომპანიას გაუჩნდეს შესაძლებლობა, ჩაერთოს პროფესიულ განათლებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჩინეთში მშობლებმა 2 წლის შვილი გაყიდეს და თანხა გაიყვეს
Next post ნასა-ს ადმინისტრატორი – არამიწიერი სიცოცხლის არსებობა იმაზე მეტად შესაძლებელია, ვიდრე გვგონია