ნასა-ს ადმინისტრატორი – არამიწიერი სიცოცხლის არსებობა იმაზე მეტად შესაძლებელია, ვიდრე გვგონია

Read Time:1 Minute, 12 Second

NASA-ს სამეცნიერო მისიათა დირექტორატის ხელმძღვანელი, თომას ზურბუკენი აცხადებს, რომ დედამიწის მიღმა სავარაუდოდ სიცოცხლე არსებობს.

„არის თუ არა სიცოცხლე დედამიწის მიღმა? ვფიქრობ, დიახ, მაგრამ ზუსტად არ ვიცი. მარტივი მიზეზი, რის გამო ასე ვფიქრობ ისაა, რომ ბუნებას სათანადოდ ვერ ვაფასებთ, როცა ეჭვქვეშ ვაყენებთ წყლისა და კომპლექსური მოლეკულების არსებობას დედამიწის მიღმა. თითოეული მათგანის წარმოქმნა იმაზე გაცილებით მარტივია, ვიდრე გვგონია“, — განუცხადა ზურბუკენმა ინტერვიუში ბოსტონის უნივერსიტეტს.

ციფრების თამაში

მარტივი ლოგიკაა — კოსმოსი იმდენად დიდია, რომ სადღაც ჩვენ მიღმა, აუცილებლად უნდა არსებობდეს სიცოცხლისათვის ხელსაყრელი გარემო.

თუმცა ფაქტად რჩება, რომ დედამიწის მსგავსი გარემო ღრმა კოსმოსში სიცოცხლის გარანტია არ არის. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ბიოქიმიკოსი ნიკ ლეინი ირწმუნება, რომ ამ მოსაზრების სტატისტიკური საფუძველი არ გვაქვს, რადგან ზურბუკენის მსგავსი არგუმენტები წარმოადგენს დედამიწაზე არსებული სიცოცხლის მონაცემების ექსტრაპოლაციას.

მკრთალი ლურჯი წერტილი

მიუხედავად იმისა, არის თუ არა ზურბუკენის მოსაზრება ჭეშმარიტი, როგორც იგი აღნიშნავს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუკი პირველ რიგში არ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ დედამიწაზე სიცოცხლე გაგრძელდეს.

„არ აქვს მნიშვნელობა, რა არის ამ კითხვის პასუხი. აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ დედამიწა სიცოცხლისუნარიანი. სხვაგვარად მოქცევა ძალიან საშიშია. ვფიქრობ, რომ სხვა პლანეტათა ტერაფორმირება მოკლე დროში შეუძლებელია. უფრო მეტი დრო და ძალისხმევა უნდა დავხარჯოთ, რათა დედამიწა შევინარჩუნოთ ისეთი, როგორიც არის — სიცოცხლით სავსე და საოცარი. სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს“, — აღნიშნა ზურბუკენმა, როცა მას სხვა პლანეტაზე გადასახლების შესახებ ჰკითხეს.

ზურბუკენი აღნიშნავს იმასაც, რომ თუკი კლიმატის ცვლილებას არ შევებრძოლეთ, ნებისმიერი არამიწიერი, კოსმოსის მკვლევარი ცივილიზაცია ჩვენს ნაცვლად დედამიწაზე ალბათ მხოლოდ ნაშთებსღა იპოვის.

მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბატიაშვილი: ზუგდიდში სტუმარმასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება
Next post მამუკა გორგოძე იაპონელი მორაგბის რჩეულებში – შოტა ჰორის TOP 5