USAID საქართველოს გრანტის სახით 67 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს

Read Time:43 Second

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნების შესახებ“ საგრანტო შეთანხმება USAID-ის მიერ საქართველოსთვის დაახლოებით 67 მლნ აშშ დოლარის გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს. გრანტის მოცულობა შესაძლებელია გაიზარდოს 330,5 მლნ აშშ დოლარამდე. USAID -ის ინფორმაციით, ეს საკითხი პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

შეთანხმების მიხედვით, საქართველოს თანამონაწილეობა შეადგენს დაახლოებით 7,7 მლნ აშშ დოლარს, რომელიც ასევე, გაიზრდება გრანტის თანხის ზრდასთან ერთად. მომხსენებლის. გიორგი კაკაურიძის განმარტებით, თანხა რამდენიმე მიმართულებით დაიხარჯება.

გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით, გათვალისწინებულია 14,5 მლნ აშშ დოლარი, რაც მომდევნო წლებში შესაძლებელია გაიზარდოს 79,4 მლნ დოლარამდე.

მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერება დემოკრატიული მიღწევების განსამტკიცებლად. ამ მიმართულებით გათვალისწინებულია 25, 9 მლნ დოლარი და მოიცავს კანონის უზენაესობას, დემოკრატიულ მმართველობას, პოლიტიკურ კონკურენციას, სამოქალაქო საზოგადოებას, საბაზისო განათლებას, სოციალურ სერვისებს.

ეკონომიკური ზრდის შედეგად ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნას. ამ მიმართულებაზე გამოყოფილია 26.6 მლნ აშშ დოლარი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: განათლება არის სფერო, რომელზეც უნდა იდგეს თანამედროვე საზოგადოება
Next post ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა