მამუკა ბახტაძე – საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ქვეყანაში შედგა, სალომე ზურაბიშვილმა თითქმის 20%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაღალი სამოქალაქო პასუხსიმგებლობისთვის ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ცესკო-ს მიერ ხმების 100 პროცენტი დათვლილია, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ქვეყანაში შედგა.
„სალომე ზურაბიშვილმა თითქმის 20%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალბატონ სალომეს ამ გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. მას უკვე მიულოცეს პრეზიდენტად არჩევა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ლიდერებმაც . არჩევნებზე დაფიქსირდა მაღალი აქტივობა. კიდევ ერთხელ მადლობა თითოეულ ამომრჩეველს გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის. მადლობა ცესკო-ს ყველა თანამშრომელს საარჩევნო პროცესის ასეთ მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მადლობა როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს, ბევრ მათგანს პირადად ვთხოვე გაეზარდათ დამკვირვებლების რაოდენობა და როგორც პირველ, ასევე მეორე არჩევნების დროს იყო ასეთი დიდი რაოდენობით დამკვირვებლები ბევრ უბანზე. მადლობა შსს-ს როგორც პირველ ასევე მეორე ტურში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის, მიუხედავად პროვოკაციებისა და ექსცესებისა მათ თავიანთი მოვალეობები მართლაც სანიმუშოდ შეასრულეს. მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს ნდობის ასეთი ხარისხისთვის”, – განაცხადა ბახტაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე
ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება...
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! – ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას
"დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! - ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად...
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის,...
რატომ გამოიყენა მერიამ ტერმინი “არასანქცირებული” ოპოზიციის აქციასთან მიმართებით – მამუკა მდინარაძის განმარტება
რაც არ უნდა იკადრონ, მთავარია, რომ არ არსებობს იმაზე წინ არაფერი, ვიდრე საკუთარი სამშობლო, მამული, ენა სარწმუნოება, - ამის შესახებ...